იგივე თემაა განხილული აზერბაიჯანის გაზეთ „კასპიი“-ს («Каспий») დღევანდელ, 28 თებერვლის ნომერში, რომელშიც გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „მინისტერიალმა თბილისს გვერდი აუარა და სტრასბურგში ჩატარდება. ასეთი რამ ევროსაბჭოს ისტორიაში არ მომხდარა“ (ავტორი - იუსუფ აბასზადე).
ფრაგმენტი პუბლიკაციიდან:
„ქართული ოპოზიცია მინისტრ სერგეი ლავროვის თბილისური ვიზიტის წინააღმდეგ გამოდიოდა არა მარტო რუსოფობიური პოზიციით, არამედ სუფთა იურიდიული მოსაზრებითაც: როგორც რუსეთის სხვა მოქალაქეებაზე, სერგეი ლავროვზეც ვრცელდება საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, რომლის მიხედვით, ყოველი უცხოელი, რომელიც ქართული მხარის ნებართვის გარეშე აფხაზეთში ან სამხრეთ ოსეთში არის ნამყოფი, სახელმწიფო საზღვრის დამრღვევია და აუცილებლად უნდა დაისაჯოს. ჰოდა, რადგანაც სერგეი ლავროვი, როგორც უცხო სახელმწიფოს - რუსეთის მოქალაქე - თბილისის დაუკითხავად რამდენჯერმე იყო სოხუმშიც და ცხინვალშიც, ამიტომ მისი დაპატიმრება თბილისში ჩამოსვლისთანავე, აეროპორტში უნდა მომხდარიყო. ქარტულ კანონში არის კიდევ ერთი დამატებითი მუხლი - „საოკუპაციო ხელისუფლებასთან თანამშრომლობა“ (ანუ იგულისხმება აფხაზეთ/ სამხრეთ ოსეთის მთავრობები), რისთვისაც სამუდამო პატიმრობაც კი არის გათვალისწინებული.
საქართველოში რამდენიმე თვის განმავლობაში მიდიოდა დაძაბული დებატები იმაზე, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ამგვარ შემთხვევაში. ერთი მხრივ, ევროსაბჭოს თავმჯდომარეობა დიდი შანსია საერთაშორისო არენაზე ყურადღების მისაქცევად, ქვეყნის გარკვეულ პრობლემებზე, მაგრამ მეორე მხრივ - სერგეი ლავროვის მონაწილეობა სასურველი არ იყო და პროვოკაციებს გამოიწვევდა. ლაპარაკობდნენ იმაზეც, რომ თბილისში იქნებ სერგეი ლავროვის ნაცვლად ევროკავშირში რუსეთის ელჩი ვლადიმერ ჩიჟოვი ჩასულიყო, რომელიც ნამდვილად არ არის ნამყოფი არც აფხაზეთში და არც სამხრეთ ოსეთში. მოკლედ, კომპრომისი სრულიად რეალური ჩანდა... და მაინც, ქართველებმა უარი თქვეს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თბილისში, თავიანთ ტერიტორიაზე გამართვაზე.
რატომ? იქნებ იმიტომ, რომ ხელისუფლებას თავისი ქვეყნის გაკონტროლების უნარი არ აქვს, რაც, ბუნებრივია, მას საერთაშორისო ვალდებულების შესრულების ნებას არ აძლევს? ეს თითქმის იგივეა, რაც უკრაინაში ხდება, სადაც უფრო მეტი ხელისუფლება ბრბოს აქვს, ვიდრე სამთავრობო სტრუქტურებს. შესაბამისად, როგორც ჩანს, საერთაშორისო სამიტებზე რუსეთის დელეგაციების მონაწილეობა ერთმნიშვნელოვნად იქნება დაკავშირებული ქუჩის აქტივისტების გამოხტომებთან რუსოფობიური ლოზუნგებით... ვერაფერს იზამ, როცა მათი აღკვეთის შესაძლებლობა არ გაქვს“.
წყარო: «Каспий» (აზერბაიჯანი)
http://www.kaspiy.az/pages/q.pdf
ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge