დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

„ირანის საზღვრის დახურვის გამო სარფისა და აქტაშის სასაზღვრო-გამშვები პუნქტების გამტარუნარიანობა მატულობს“ 28.02.2020 13:47

 

თურქული საინფორმაციო სააგენტო ანადოლუ“ («Anadolu Ajancy») ავრცელებს ინტერვიუს თურქეთის ვაჭრობის მინისტრთან ილიკარ პექანთან სათაურით „ირანის საზღვრის დახურვის გამო სარფისა და აქტაშის სასაზღვრო-გამშვები პუნქტების გამტარუნარიანობა მატულობს“.

 

საქმე ეხება იმას, რომ თურქეთი ბოლო დრომდე ცენტრალური აზიის სახელმწიფოებთან ვაჭრობისას ირანის ტერიტორიას ტრანზიტად ძირითადად ირანის ტერიტორიას იყენებდა, მაგრამ ირანში კორონავირუსის გავრცელების გამო, საზღვრები დაიხურა. შესაბამისად, ცენტრალური აზიისათვის ტვირთების გასაგზავნად თურქეთი შეუთანხმდა საქართველოს, რომ მისი ტერიტორიით სარგებლობს. იგივე შეთანხმება დაიდო აზერბაიჯანთანაც. დადგა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის უფრო ინტენსიურად გამოყენების დროც - მატარებლების შემადგენლობა და მოძრაობის სიხშირე მოიმატებს, ნათქვამია სტატიაში.


მოამზადა: სიმონ კილაძემ


წყარო: «Anadolu Ajancy» (თურქეთი)

https://www.aa.com.tr/tr/ekonomi/ticaret-bakani-pekcan-sarp-turkgozu-ve-aktas-sinir-kapilarinin-kapasiteleri-artirildi/1746980

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ