დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

„კორონავირუსმა საქართველომდეც მიაღწია: ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, პანიკას ნუ მიეცემითო, მაგრამ მაღაზიების თაროები მაინც სწრაფად ცარიელდება“ 28.02.2020 13:54

დღევანდელ უცხოურ მასმედიაში საკმაოდ ბევრია მასალები საქართველოში კორონავირუსით დასნებოვნების ფაქტის გამოვლენასთანაც დაკავშირებით. განსაკუთრებით რუსულ და თურქულ პრესაში.


რუსული ნეზავისიმაია გაზეტა“ («Независимая газета») ბეჭდავს სტატიას სათაურით „კორონავირუსმა საქართველომდეც მიაღწია: ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, პანიკას ნუ მიეცემითო, მაგრამ მაღაზიების თაროები მაინც სწრაფად ცარიელდება“ (ავტორი - იური როქსი). 


პუბლიკაციაში მიმოხილულია საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული ზომები კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, მთავრობის განცხადებებეი ეპიდემიის საფრთხის არარსებობის ტაობაზე, მაგრამ, ამის მიუხედავად, რიგი გამოცემების ცნობით, აფთიაქებში სახის პირბადეებზე და იმუნოლოგიურ მედიკამენტებზე მაინც რიგებია დამდგარი. გარდა ამისა, თბილისის მაღაზიებში ჩვეულებრივზე მეტი ხალხმრავლობა შეინიშნება - მოსახლეობა სურსათს იმარაგებს.


მაშინ როცა მეწარმეებისა და იმპორტიორებისათვის ასეთი სიტუაცია მომგებიანია - ვაჭრობაში რეალიზაცია მატულობს, ეკონომიკის სხვა დარგებში მდგომარეობა პირიქით არის, განსაკუთრებით ტურიზმის სფეროში. საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო დროს მიღებულმა შეზღუდვებმა ჩინეთთან (მთლიანად შეწყდა ვაჭრობა) და ირანთან (ნაწილობრივ), თბილისს დაახლოებით 11 მილიონი დოლარის ზარალი მოუტანა. არადა, ჩინეთთან ვაჭრობის მიმართულება, რომელიც თითქმის ყველაზე პერსპექტიულად მიიჩნეოდა, დღეს კრიზისში იძირება. ავიამიმოსვლები ჯერ რუსეთთან დაიხურა, ახლა ჩინეთთან და ირანთანაც იგივე ხდება. ეს სამი მიმართულება ტურიზმის თვალსაზრისით ყველაზე ხალხმრავალი იყო... აი, ასე დააზარალა თბილისი კორონავირუსმა“, - წერს რუსული გამოცემა.


მოამზადა სიმონ კილაძემ.

წყარო: «Независимая газета» (რუსეთი)

http://www.ng.ru/cis/2020-02-27/5_7805_georgia.html

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ