დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

„თურქეთ-საქართველოს სასაზღვრო პუნქტებში, კორონავირუსის გამო, კონტროლი მკაცრდება“ 28.02.2020 13:55

28 თებერვლის გაზეთ თურქიე“-ში («Türkiye») იბეჭდება სტატია სათაურით „თურქეთ-საქართველოს სასაზღვრო პუნქტებში, კორონავირუსის გამო, კონტროლი მკაცრდება“. პუბლიკაციაში საუბარი სარფისა და აქტაშის (ჩილდირის) სასაზღვრო-გასასვლელ პუნქტებში შემოღებული ახალი წესების შესახებ.


„როგორც სარფში მორიგე სამედიცინო ჯგუფის ხელმზღვანელი კანერ არსლანი ამბობს, „მგზავრები გულდასმით მოწმდებიან ტემპერატურის გამზომი ტეპლოვიზორით. ჯერ-ჯერობით საეეჭვო არაფერი აღმოჩენილა, მაგრამ თუ რაიმე მსგავსი ფაქტი დაფიქსირდება, კარანტინისთვის ყველაფერი მზადაა“. მორიგე მოქალაქეებმა, პირადობის ჩვეულებრივი მოწმობის გარდა, პასპორტებიც უნდა წარადგინონ, რათა მესაზღვრემ ნახოს სავიზო შტამპები - რომელ ქვეყანაში იყო დოკუმენტის მფლობელი. განსაკუЕრებით მნისვნელობა ენიჭება ჩინეთში, ირანში და იტალიაში ყოფნის ფაქტს.


სტატიაში ციტირებულია ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელშიც თურქი მოქლაქეები გაფრთხილებულნი არიან საქარტველოს ტერიტორიაზე შესასვლეად თან იქონიონ პასპორტი. თუ ვინმე ბოლო 21 დღის განმავლობაში ჩინეთში, ირანში, სამხრეთ კორეასა და იტალიაში იმყოფებოდა და ამის შესახებ მათ პასპორტებში შესაბამისი სავიზო შტამპი არსებობს, ასეთი დოკუმენტების მფლობელთა შესვლა საქართველოში იკრძალება“, - აღნიშნულია სტატიაში.


 

მოამზადა: სიმონ კილაძემ


წყარო: «Türkiye» (თურქეთი)

https://www.turkiyegazetesi.com.tr/yasam/684427.aspx

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ