დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ბრალდებით ბორჯომის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და ადგილობრივი ბიზნესმენი დააკავეს 28.02.2020 21:28

ბრჯომის ადგილობრივი ტელევიზიის ინფორმაციით, ბორჯომის ადმინისტრაციულ შენობასთან სამართალდამცავები იმყოფებიან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ბრალდებით ბორჯომში 3 პირი დააკავეს. დაკავებულები არიან ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი და ბიზნესმენი გიორგი ულუმბელაშვილი. დაკავების ფაქტზე ბორჯომის მერიასა და საკრებულოში კომენტარს არ აკეთებენ. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით, რაც გულისხმობს საჯარო მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ქრთამის აღება ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების ან ქონებრივი სარგებლის სახით და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ