დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

ლარის გამყარება ეკონომიკური ზრდის თავისებური ინდიკატორია 02.03.2020 16:39

"დღეს მსოფლიოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების და აშშ დოლარის გამყარების ფონზე, ნავთობის ფასების ვარდნის გამო, ჩინეთის ეკონომიკის შენელების ფაქტორიდან გამომდინარე, ლარის გამყარების ტენდენცია სახეზეა. ჩვენ ვხედავთ, რომ გარდა საგარეო ფაქტორებისა, დაძაბული პოლიტიკური გარემოს მიუხედავად, ლარი უბრუნდება ძველ ნიშნულს, რაც პირველ რიგში არის იმის მანიშნებელი, რომ ეკონომიკური ზრდა წინა წლებთან შედარებით მაღალი გვაქვს," - აცხდადებს ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე. 

 

ცუცქირიძის განმარტებით, "საქსტატის წინასწარი შეფასებითაც, 2020 წლის იანვარში საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 5.1 პროცენტი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, მნიშვნელოვნად აღემატება, როდესაც იანვარში ეკონომიკურმა ზრდამ 3.5 პროცენტი შეადგინა. იანვარში მაღალი ეკონომიკური ზრდა არის გაგრძელება წლის ზრდის მეტად დადებითი ტენდენციისა, როდესაც 2019 წლის საშუალო, ზრდა ყველა საპროგნოზო მაჩვენებელზე მაღალი იყო და 5.2 პროცენტს გაუტოლდა.


ბუნებრივია ლარის გამყარებაზე პოზიტიურად აისახა ფუნდამენტრური ეკონომიკური ფაქტორები. 2020 წლის იანვარში, ექსპორტი 10.0 პროცენტით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 262.6 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, რაც მთავარია, მნიშვნელოვნად გაიზარდა ექსპორტი რეექსპორტის გარეშე- 12.4 პროცენტით.


ნიშანდობლივია, რომ მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, კვლავ მზარდია მომსახურებუის ექსპორტიდან და პირველ რიგში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, რომელიც გასული წლის მიხედვით ისტორიულ მაქსიმუმზე დაფიქსირდა, მიუხედავად ამ სექტორში გასულ წელს არსებული გამოწვევებისა, რაც რუსეთის მიერ ფრენების დროებით შეზღუდვის შედეგად შეიქმნა; წლის დასაწყისისათვის ტურიზმიდან შემოსავლების სარეკორდო 17.6%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რამაც 193.4 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა;


ლარის გამყარება და სტაბილიზაცია რეალურად გასული წლის ბოლოდან დაიწყო. კურსზე პოზიტიურად აისახა როგორც წმინდა ექსპორტის ზრდის დინამიკა, ისე მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებაც, რომელიც რეკორდულად დაბალ მაჩვენებლამდე, მშპ-ს 4.4 პროცენტამდე დაფიქსირდა. რაც მთავარია, წმინდა ექსპორტის ზრდის შედეგად, სავაჭრო დეფიციტი ანუ ქვეყნიდან უცხოური ვალუტისბ გადინება თითქმის ნახევარი მილიარდით(489.0 მლნ აშშ დოლარით) შემცირდა.


მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირება, უზრუნველყოფს როგორც მაკროეკონომიკურ მდგრადობას, ასევე პოზიტიურად აისახება სავალუტო კურსზე. გარდა ამისა, საგადასახადო რეფორმამ, დღგ-ის ავტომატური სისტემის შემოღებამ და შემოსავლების ზრდამ შესაძლებლი გახადა სახელმწიფო ინვესტიციების ზრდა რეკორდულ მაჩვენებლამდე (მშპ-ს 8 პროცენტამდე), რაც მთავარია, ფისკალური დეფიციტი არ გაზრდილა და მშპ-ს 2.1 პროცენტი შეადგინა.


რაც შეეხება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, ბოლო წლებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2017 წელს იყო, როდესაც ინვეტიციების მოცულობამ 1 962,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. შესაბამისად, მისი მშპ-სთან თანაფარდობის მაჩენებელიც 2017 წელს გაიზარდა 13 %-მდე, რაც საკმაოდ მაღალი, მე-12 პოზიცია იყო საერთაშორისო რეიტინგში. მართალია, 2018 წელს ინვესტიციების მოცულობა(2018 წელს ქვეყანაში შემოსული ინვესტიციებმა 1 232,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა) და შესაბამისად, მისი მშპ-სთან თანაფარდობის მაჩვენებელი შემცირდა 7.6 %-მდე, მაგრამ 2014-2018 წლების საშუალო მაჩვენებელი 11 %-ის ფარგლებში იყო. ნიშანდობლივია, რომ ამ მაჩვენებლით ჩვენ სტაბილურად შევდივართ წამყვანი 20 ქვეყნის რიცხვში.


როგორც ვხედავთ, მიუხედავად გასულ წელს საინვესტიციო ნაკადების შედარებით შემცირებისა, რაც ზოგადად დამახასიათებელია საინვესტიციო ციკლებისთვის, საქართველოს ბოლო წლებში აქვს პუი-ს ინდიკატორის ერთ–ერთი ყველაზე მაღალი და რაც მთავარია სტაბილური მაჩვენებელი, რაც საუკეთესოა როგორც რეგიონის, ასევე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დონეზეც კი.


სავალუტო კურსზე გარდა ფუნდამენტური ფაქტორებისა, პოზიტიურად აისახა მონეტარული პოლიტიკაც. სექტემბრიდან გარდილი მონეტარული განაკვეთი, რომელიც 2.5 %-ით გაიზარდა 9 % მდე, არის რა როგორც ინფლაციის შემაკავაებელი ფაქტორი, ასევე პოზიტიურად ზემოქმედებს სავალუტო კურსზე. კერძოდ, გაძვირებული რეფინანსირების სესხები ნაკლებად მიმზიდველი გახდა კომერციული ბანკებისათვის, რამაც უკვე თებერვალში მნიშვნელოვნად შეამცირა მასზე მოთხოვნა. თუ იანვრის მეორე ნახევარში რეფინანსირების მოცულობა 2. 4 მლრდ ლარამდე იყო გაზრდილია, თებერვლის ბოლოსათვის მისი მაჩვენებელი შემცირებულია 1. 7 მლრდ ლარამდე ანუ მთელი 700 მილიონი ლარით, რაც კურსზე აისახა დადებითად. გარდა ამისა, მონეტარული განაკვეთის ზრდა მიმზიდველი გახადა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები არარეზიდენტი პირებისათვის, რაც დოლარის მიწოდების კიდევ ერთი ფაქტორი გახდა. დოლარის მიწოდების სტიმულირების თვალსაზრისით აბსოლიტურად გამართლებული იყო ოქტომბერში სებ-ის მიერ უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე დარეზერვების განაკვეთის 5 %-ით შემცირებაც, 30 % დან 25 %-მდე, რამაც დამატებით 700 მილიონი ლარის ექვივალენტის სადოლარე მასის ბაზარზე გამოსვლას შეუწყო ხელი. რა დასამალია, გასულ წლებში სებ-ი ლარის გამყარებისას ახორციელებდა ინტერვენციებს სავალუტო ბაზსარზე აშშ დოლარის შესყიდვით, რაც არაერთხელ გამხდარა კრიტიკის საგანი, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო რეზერვების შესავსებად იყენებდა. კარგია, რომ ამჯერად კურსი მიდის ბუნებრივი კორექტირების მიმართულებით.


ცალკე უნდა აღინიშნოს მთავრობის მეტად აქტიური მარკეტინგული პოლიტიკა ტურიზმის დივერსიფიკაციის მიმართულებით, რამაც რუსუკლი მიმართულების ეფექტურად ჩანაცვლებას შეუწყო ხელი. ქ 100 საინვესტიციო შთავაზება ბიზნეს ასევე იყო ძალზე კარგი გადაწყვეტილება, რამაც დანმატებით ასეული მილიონობით უცხოური ვალუტა მოიზიდა ქვეყნის ეკონომიკაში.


ზოგადად რომ შევაფასოთ ლარის გამყარება, იგი შედეგია მთავრობის და ეროვნული ბანკის გაუმჯობესებული კოორდინირებული საქმიანობისა, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის ბოლო ანგარიშებიც ხაზს უსვამს ქვეყანაში მაკროეკონომიკურ მდგარდობას და საინვესტიციო მიმზიდველობას. რაც მთავარია, სწორ სამთავრობო სტრატეგიას და მიმდინარე ეკონომიკური ტრანსფორმაციის შეუქცევად ხასიათს, რაც ასახულია რეგიონში ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალ მაჩვენებელში უახლოეს წლებში;


ნიშანდობლივია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველოს რეალური ეკონომიკა (მშპ) მომავალი ხუთი წლის (2020-2024) განმავლობაში, ევროპაში ყველაზე მეტად გაიზრდება (წელიწადში საშუალოდ 5.1%-ით) და ხუთ წელიწადში ზრდა 28 პროცენტს გადააჭარბებს სავალუტო ფონდის შეფასებითვე, საქართველოს ეკონომიკა მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, მომავალ ხუთ წელიწადში თითქმის 42 პროცენტით გაიზრდება (წელიწადში საშუალოდ 7.2%-ით), 2024 წელს გადააჭარბებს 64 მილიარდ დოლარს და მიმდინარე ფასებში ერთ სულ მოსახლეზე 16 915 დოლარს გაუტოლდება!." - აცხადებს ცუცქირიძე. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ