დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

„თურქეთ-საქართველოს საზღვარზე, ჩილდირ-აქტაშისა და თურქგოზუს გასასვლელებში, რვა საველე ჰოსპიტალია მოწყობილი“ 02.03.2020 16:59

 

როგორც უკვე ცნობილია, უცხოური მასმედია ბოლო დროს დიდ ყურადღებას უთმობს მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების ზრდას და რიგი სახელმწიფოების მიერ ეპიდემიის წინააღმდეგ მიმართულ ზომებს. ცხადია, ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოს მეზობელი ქვეყნების მასმედია არ არის, მაგალითად თურქეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები.


თურქული სააგენტო «Anadolu» აქვეყნებს პუბლიკაციას სათაურით „თურქეთ-საქართველოს საზღვარზე, ჩილდირ-აქტაშისა და თურქგოზუს გასასვლელებში, რვა საველე ჰოსპიტალია მოწყობილი“, რომელშიც ასახულია თურქეთის ხელისუფლების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ განხორციელებული ზომები.


როგორც სააგენტოს კორესპონდენტი გიუნეი ნოი წერს, სარფის საკონტროლო-გამშვები პუნქტთან ერთად, მკაცრი ზომებია მიღებული აგრეთვე ჩილდირ-აქტაშისა და თურქგოზუს (ვალეს) გასასვლელებში, რომლებიც არტაანის ილში (პროვინციაში) მდებარეობენ.


ჟურნალისტი ესაუბრება გუბერნატორ მუსტაფა მასათლის, რომლის თქმით, მკაცრი რეჟიმი საზღვარზე ათი დღის წინ იქნა შემოღებული: „თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით, უკვე მოწყობილია რვა საველე ჰოსპიტალი, რომლებიც შესაბამისი სამედიცინო ტექნიკითაა აღჭურვილი. რეგულარულად ხდება მგზავრების ტემპერატურის გაზომვა ისე, რომ საზღვარზე გადასვლა არ ფერხდება. საბედნიეროდ, დღემდე რაიმე საეჭვო ფაქტი დაფიქსირებული არ არის“, - ამბობს გუბერნატორი.


მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: «Anadolu» (თურქეთი)

https://www.aa.com.tr/tr/turkiye/cildir-aktas-ve-turkgozu-sinir-kapilarinda-da-sahra-hastaneleri-kuruldu/1749774

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ