დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

„მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში თურქეთმა ევროპისკენ გასასვლელი გაუხსნა მიგრანტებს, ასობით ათასმა მათგანმა გადაკვეთა საზღვარი - მალე მათი რიცხვი მილიონებს მიაღწევს“ 02.03.2020 22:48

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ევროპისკენ მალე მილიონობით მიგრანტი და ლტოლვილი გაემართება. სატელევიზიო გამოსვლისას ერდოღანმა აღნიშნა, რომ სირიის შიგნით ე.წ. უსაფრთხო ზონებში ლტოლვილების დასახლების საქმეში ევროკავშირმა თურქეთს არანაირი დახმარება არ აღმოუჩინა. „მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში თურქეთმა ევროპისკენ გასასვლელი გაუხსნა მიგრანტებს, ასობით ათასმა მათგანმა გადაკვეთა საზღვარი. მალე მათი რიცხვი მილიონებს მიაღწევს“, - განაცხადა ერდოღანმა.

 

შეგახსენებთ, თურქეთმა მიგრანტებისთვის საზღვრების გახსნის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სირიის იდლიბის პროვინციაში ასადის ჯარებმა და მისმა მოკავშირეებმა 33 თურქი სამხედრო მოკლეს. ანკარა რამდენიმე თვის მანძილზე საუბრობდა, რომ იდლიბიდან დამატებით დევნილთა ნაკადს ვეღარ გაუმკლავდებოდა და საზღვრებს ევროპისკენ გახსნიდა. ამ დროისთვის თურქეთში 3.7 მილიონი სირიელი ლტოლვილი იმყოფება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ