დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

ნედლეული არასაკმარისი აღმოჩნდა: რატომ თქვა უარი უკრაინულმა კომპანიამ საქართველოში ქარხნის მშენებლობაზე 03.03.2020 12:06

 

ჟურნალ «Новое время»-ში გამოქვეყნებულია ინტერვიუ ტარას ბორშოვსკისთან, რომელიც ხილის წვენების კომპანია T.B. Fruit-ის დამაარსებელი და მფლობელია, სათაურით „ნედლეული არასაკმარისი აღმოჩნდა: რატომ თქვა უარი უკრაინულმა კომპანიამ საქართველოში ქარხნის მშენებლობაზე“.


ტარას ბორშოვსკის თქმით, 2011 წელს კომპანია საქართველოში ყურძნის კონცენტრატის მწარმოებელი ქარხნის მშენებლობას გეგმავდა და კახეთში ამ მიზნით მიწაც კი შეიძინა. ქარხნის პროექტი იტალიელებმა შექმნეს, ქვეყნის იმდროინდელ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კი ლენტი უნდა გაეჭრა. „მაგრამ სანამ ქარხანა აშენდებოდა, მე პირადად მინდოდა დავრწმუნებულიყავი - იქნებოდა თუ არა ყურძნის მოცულობა იმდენი, რამდენიც საჭირო იყო. მთავრობის სხდომაზე მე ვთქვი, რომ თუ მე 150-200 ათასი ტონის მოსავლის გარანტია მექნება, მაშინ ქარხანას ავაშენებ-მეთქი. მოსავლის აღება სექტემბერში დაიწყო. ჩვენ ყველა სოფელი მოვიარეთ და იმ 400 ათასი ტონიდან, რომელსაც ჩვენ დაგვპირდნენ, მხოლოდ 80 ათასი ტონა დავითვალე. ეს იყო მხოლოდ უკიდურესი მინიმუმი, რომელიც ჩვენ გადამუსავებისთვის გვჭირდებოდა“, - ამბობს ინტერვიუში ტარას ბორშოვსკი.


„ახალი ქარხანა საქართველოსთვის შეიძლებოდა ერთგვარი „ჯადოსნური ჯოხი“ ყოფილიყო - იმიტომ რომ სწორედ იმ ხანებში მოსკოვმა თბილისს ქართული ღვინის გასაღებისათვის რუსეთის ბაზარი დაუხურა და ქართველებმა არ იცოდნენ, რა უნდა ექნათ ვენახებისათვის [დაიწყეს ვაზის მოთხრა]. სახელმწიფომ უკვე დაიწყო ფერმერებისთვის მოთხრილი ვენახების გამო კომპენსაციის გადახდა... ჩვენ იქ იმიტომ ჩავედით, რომ მევენახეობის განვითარების პროექტი შეგვეთავაზებინა, მათ კი რეალური ციფრები არ გვაჩვენეს. აღმოჩნდა, რომ მთავრობის დოტაციები ყურძენზე დამოკიდებული იყო მსოფლიო ფასებზე. საბოლოოდ, ჩვენ ურთიერთგაგებას ვერ მივაღწიეთ“, - აღნიშნავს ბიზნესმენი ინტერვიუში.


ახალ ქარხანაში, თუ ის აშენდებოდა, დაგეგმილი იყო ციტრუსების გადამუშავებაც. მაგრამ ამ სფეროშიც პრობლემები გაჩნდა მოსავლის მოცულობის გარკვევის საკითხში. ტარას ბორშოვსკის თქმით, იგი ვერ დარწმუნდა იმაში, რომ საქართველო წელიწადში რამდენ მანდარინს იწევს - 50 ათას თუ 150 ატას ტონას. „[კახეთში] ნაყიდი მიწა მე ისევ ძველ მფლობელებს დავუბრუნე, ვაჩუქე... დაახლოებით 56 ათასი დოლარი დავკარგე, მაგრამ არაფერია“, - ამბობს უკრაინელი ბიზნესმენი.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: «Новое время» (უკრაინა)

https://nv.ua/biz/economics/t-b-fruit-ne-budet-stroit-zavod-v-gruzii-novosti-50073164.html

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ