დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

„თუ მარგველაშვილი დაასაბუთებს, რომ დაცვა სჭირდება, მას ეს მომსახურება აღუდგება“ - კანონმდებლობით, უფლებამოსილების შეწყვეტიდან ერთი წლის შემდეგ თანამდებობის პირებს დაცვას უხსნიან 03.03.2020 20:14

ვერ ვხედავ, რომ გიორგი მარგველაშვილს საფრთხე ემუქრებოდეს, გარკვეული პერიოდი გავა და ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებით ისეთივე გადაწყვეტილება იქნება მიღებული,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილისთვის დაცვის მოხსნის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა. ვოლსკის თქმით, თუკი, მარგველაშვილი დაასაბუთებს, რომ დაცვა სჭირდება, მას ეს მომსახურება აღუდგება. 

 

"არ არის დაცვა მგონი ის თემა, რაზეც გიორგი მარგველაშვილმა უნდა ისაუბროს. მას გარკვეული პერიოდი ჰყავდა დაცვა და როგორც კი გააცხადებს და დაასაბუთებს, რომ დაცვა კვლავ სჭირდება, კანონი ითვალისწინებს, რომ მას დაცვა აღუდგება და არა მარტო გიორგი მარგველაშვილს, ნებისმიერ ადამიანს ვისაც მიაჩნია, რომ მას რაიმე საფრთხე ემუქრება. ვერ ვხედავ, რომ გიორგის საფრთხე ემუქრებოდეს, გარკვეული პერიოდი გავა და ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებით ისეთივე გადაწყვეტილება იქნება მიღებული თუკი, რასაკვირველია კანონის შესაბამისად არ იქნება დასტური იმაზე, რომ რაიმე საფრთხე მართალაც არსებობს " , - განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს პირადი დაცვა მოეხსნა. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა. „გუშინ მთელი გულით მადლობა გადავუხადე არაჩვეულებრივი სამსახურისთვის და დავემშვიდობე ჩემი პირადი დაცვის წევრებს. ეს დამარცხებული „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებაა, რომ ძირი გამოუთხაროს პრეზიდენტის ინსტიტუტს“,- წერს მარგველაშვილი. კანონმდებლობის თანახმად, უფლებამოსილების ვადის გასვლიდან 1 წლის შემდეგ მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის“ დასაცავ პირთა სიაში აღარ ირიცხება და შესაბამისად, მას დაცვა ეხსნება. დასაცავ პირებს შესაძლოა, არ მოეხსნათ დაცვა იმ შემთხვევაში, თუ მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ