დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

ნიკოლ ფაშინიანმა საქართველო გააფრთხილა: ბათუმი თურქეთს მიზანში აქვს ამოღებული 05.03.2020 13:03

 

სომხურ პრესაში გრძელდება პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის საქართველოში ვიზიტის შეფასებები და კომენტარები.


გაზეთი „ლრაგირი“ Լրագիր») ყურადღებას ამახვილებს ნიკოლ ფაშინიანის იმ საგარეოპოლიტიკურ განცხადებებზე, რომლებიც მან თბილისში ყოფნის დროს, სომხური დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას გააკეთა. სტატიაში სათაურით „ნიკოლ ფაშინიანმა საქართველო გააფრთხილა: ბათუმი თურქეთს მიზანში აქვს ამოღებული“ (ავტორი - აკოფ ბადალიანი) ციტირებულია სომხეთის პრემიერის ნათქვამი - „თურქეთი სულ უფრო მეტ პრობლემებს უქმნის მეზობლებს - კვიპროსს, საბერძნეთს, სირიას, ერაყს“ - და  ამით საქართველოს აფრთხილებს, მიანიშნებს, რომ თურქეთან დაკავშირებით თბილისიც ფრთხილად უნდა იყოსო.


„რა თქმა უნდა, საქმე უპირატესად ეხება თურქეთის პრეტენზიებს ბათუმზე, რომელიც ანკარის მომდევნო სამიზნე გახდება, როგორც კი სხვა მეზობლებთან პრობლემებს მოაგვარებს. საერთოდ, ბათუმის საკითხი შეიძლება თურქეთისათვის უფრო იოლი „გამოსავალი“ იყოს სხვების ფონზე.


გავიხსენოთ, რომ 1921 წლის რუსეთ-თურქეთის ხელშეკრულებით ტერიტორიების ერთგვარი გაცვლა თუ ჩანაცვლება მოხდა: აზერბაიჯანმა  მიიღო ნახჭევანი, ხოლო საქართველომ აჭარა და ბათუმი. ეს მოხდა სომხეთის ტერიტორიების - არარტ-სურმალის სანაცვლოდ, რომლებიც თურქეთმა მიიერთა.


სწორედ ამ საკითხს იხილავდა სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თბილისში სომხური საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრისას.  ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ იგივე საკითხზე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას იმსჯელეს? ყოველ შემთხვევაში, უცნაური და გაუგებარი იქნება, თუ ეს საკითხი სომხურ-ქართული ურთიერთობის დღის წესრიგში არ შევა, სომხეთის პოლიტიკური და კომუნიკაციური ამოცანების გათვალისწინებით“, - აღნიშნულია სტატიაში.


წყარო: «Լրագիր» (სომხეთი)

https://www.lragir.am/ru/2020/03/04/168001/


მოამზადა - სიმონ კილაძემ

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ