დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

„ნიკოლ ფაშინიანი ერევანსა და თბილისს შორის კოლიზიის გადალახვასა და რისკების შესუსტებას ცდილობს“ 06.03.2020 11:32

სომხურ მასმედიაში კვლავ გრძელდება კომენტარებისა და შეფასებების პუბლიკაცია ნიკოლ ფაშინიანის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით. ამჯერად ანალიტიკური გამოცემა «News Armenia» აქვეყნებს რუსი პოლიტოლოგის, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების უნივერსიტეტის ევროატლანტიკური უსაფრთხოების ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლის სერგეი მარკედონოვის კომენტარს სათაურით „ნიკოლ  ფაშინიანი ერევანსა და თბილისს შორის კოლიზიის გადალახვასა და რისკების შესუსტებას ცდილობს“.


„ერთი შეხედვით, სომხეთს და საქართველოს ურთიერთშეხების ბევრი წერტილი არ აქვთ: ორივე ქვეყანა სხვადასხვა საგარეოპოლიტიკურ კურსს ატარებს - საქართველო ნატოსთან კონტაქტებს აფართოებს, სომხეთი კი რუსეთის სტრატეგიულ მოკავშირეს წარმოადგენს. ქართული პოლიტიკის კონტექტსში მოსკოვთან ურთიერთობის ნორმალიზება ჭიანურდება და ასეთი სიტუაცია, ალბათ, საპარლამენტო არჩევნებამდე გაგრძელდება. ამის მიუხედავად, ერევან-თბილისს შორის მაინც საკმაოდ საერთო მომენტები არსებობს: სომხური ექსპორტის თითქმის სამი მეოთხედი საქართველოს ტერიტორიის გავლით ხდება. პარადოქსულია, რომ სწორედ საქართველო, რუსეთის ყველაზე პრობლემური პარტნიორი სამხრეთ კავკასიაში, არის მთავარი ჭიშკარი კრემლის სტრატეგიული მოკავშირისათვის. ორმხრივ ურთიერთობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს სომხური დიასპორა, რომელიც საქართველოში საკმაოდ მრავალრიცხოვანია - ქვეყნის მოქალაქეთა საერთო რაოდენობიდან თითქმის 300 ათასი ეთნიკური სომეხია. ისინი კომპაქტურად ცხოვრობენ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში. ამის გათვალისწინებით, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ბუნებრივია, ეთნოსთა შორისო მშვიდობის საკითხს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. იმავდროულად ერევანიც და თბილისიც დაინტერესებულნი არიან საგარეოპოლიტიკური კავშირების დივერსიფიცირებით და რისკების შესუსტებით.


იმ ქვეყნების რაოდენობა, ვისთანაც საქართველოსა და სომხეთს ურთიერთობა აქვთ, სრულიად საკმარისია ორივესათვის. ამით აიხსნება საქართველოთი ნიკოლ ფაშინიანის დაინტერესება. გავიხსენოთ, რომ მან თავისი პირველი ვიზიტი 2018 წელს, როცა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად დაამტკიცეს, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ, მან სწორედ საქართველოში განახორციელა. სომხეთისათვის საკმაოდ რთული კოლიზიური სიტუაცია არის შექმნილი: რომელი უნდა აირჩიოს ერევანმა - სტრატეგიული მოკავშირე თუ უახლოესი მეზობელი? როგორც ჩანს, ნიკოლ ფაშინიანი ცდილობს წარმატება ორივე მიმართულებით მოიპოვოს“, - აღნიშნავს სერგეი მარკედონოვი.


წყარო: «News Armenia» (სომხეთი)

https://newsarmenia.am/news/analytics/markedonov-o-kupirovanii-riskov-mezhdu-erevanom-i-tbilisi-i-stremlenii-pashinyana-preodolet-kolliziyu/

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ