დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"ახლა დანებების დრო არ არის, არც ბოდიშების დროა"- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი მთავრობებს მიმართავს 06.03.2020 11:45

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს გაბრეიესუსი მთავრობებს აფრთხილებს, რომ კორონავირუსი გლობალურად სწრაფად ვრცელდება და ეს „სასწავლო წვრთნა“ არ არის. ტედროს გაბრეიესუსის თქმით, ზოგიერთი ქვეყანა აღნიშნულ საფრთხეს სათანადოდ არ უდგება.

 

„ეს სასწავლო წვრთნა არ არის. ახლა, დანებების დრო არ არის არც ბოდიშების დროა. არ არის იმის დრო, რომ თამაშიდან გახვიდეთ. ქვეყნები მსგავსი სცენარისთვის ათწლეულები ემზადებოდნენ. ახლა დროა, რომ ამ გეგმებით ვიმოქმედოთ“,-აღნიშნა გებრეიესუსმა.

 

მისივე თქმით, ეპიდემიის უკუგდება შესაძლებელია მხოლოდ კოლექტიური, კოორდინირებული მიდგომით.

 

ცნობისთვის, ამ დროისთვის ახალი კორონავირუსი მსოფლიოს 88 ქვეყანაშია გამოვლენილი. COVID-19-ით დაღუპულთა რაოდენობა 3 385-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი კი - 55 600-ია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ