დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

„ვექტორის ცვლილება: სომხეთი ცდილობს საქართველო სტრატეგიულ პარტნიორობაზე დაიყოლიოს“ 06.03.2020 12:28

ნიკოლ ფაშინიანის თბილისური ვიზიტთან დაკავშირებით კომენტარებს აქვეყნებს  აზერბაიჯანის პრესაც, მაგალითად, გაზეთ კასპიის“ («Каспий») დღევანდელ, 6 მარტის ნომერში დაბეჭდილია ვრცელი სტატია სათაურით „ვექტორის ცვლილება: სომხეთი ცდილობს საქართველო სტრატეგიულ პარტნიორობაზე დაიყოლიოს“.


„უნდა ვაღიაროთ, რომ ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოში ორდღიანი ვიზიტის დროს მოახერხა ყველა მნიშვნელოვან ფიგურას შეხვედროდა - არამარტო პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის სპიკერს, არამედ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორესაც. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნიკოლ ფაშინიანის ადმინისტრაციამ, როგორც ჩანს, ჩვენი ქართველი პარტნიორები დაარწმუნა გაერთიანდნენ არა მხოლოდ ე.წ. „დემოკრატიული გარდაქმნების“ საფუძველზე, არამედ რელიგიურ ნიადაგზეც. ისტორიას ბევრი ფაქტი აქვს შემონახული, როცა „ქრისტიანობის კავკასიური საყრდენი“ - სომხეთი ხშირად გაორებული იყო თავის უპირატეს მიზნებში. აი, ახლაც ფაშინიანისეულმა სომხეთმა [პრორუსულობიდან] გადახრა დაიწყო ვაშინგტონისა და ევროკავშირისიაკენ - მოდი და გაარკვიე ახლა, ვისთვისაა ერევანი მტერი, რადგან მას ჭეშმარიტი მეგობარი არ ჰყავს“, - წერს გაზეთი.


პუბლიკაციაში დიდი ადგილი აქვს დათმობილი ვიზიტის ამსახველ ფაქტებსა და მოვლენებს, შეხვედრებსა და მხარეთა განცხადებებს. მასში ხაზი აქვს გასმული იმას, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს სომხეთისათვის იმ ერთადერთ ღია სატრანსპორტო-სავაჭრო დერეფანს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე გადის. „ბევრი სომხური კომპანია ირანში ხილ-ბოსტნეულს ყიდულობს და შემდეგ საქართველოს გავლით, ავტოფურგონებით რუსეთში გააქვს... მაგრამ ბოლო დროს ირანში კორონავირუსის აფეთქების გამო სომხური სატვირთო ავტომანქანების საქართველოს გავლით გატარება შეფერხდა. არაა გამორიცხული, რომ ნიკოლ ფაშინიანის თბილისური ვიზიტის ერთ-ერთ მიზანს ტრანზიტის განბლოკვაც წარმოადგენდა. პრინციპში, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ესეც მოახერხა“, - ნათქვამია სტატიაში.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: «Каспий» (აზერბაიჯანი)

http://www.kaspiy.az/pages/q.pdf

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ