დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

„კიდევ ერთხელ დავუმტკიცებთ ყველას, რომ საარჩევნო სისტემები არ იგებს და ვერ იგებს არჩევნებს, არჩევნებს იგებს მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების და ხალხის მხარდაჭერა“ 08.03.2020 19:08

კიდევ ერთხელ დავუმტკიცებთ ყველას, რომ საარჩევნო სისტემები არ იგებს და ვერ იგებს არჩევნებს, არჩევნებს იგებს მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების და ხალხის მხარდაჭერა,-ამის შესახებ თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“გერნერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის საარჩევნო საკითხებზე მიღწეულ შეთანხმებას გამოეხმაურა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მოხდა საარჩევნო სისტემასთთან დაკავშირებით შეთანხმება. მან პროცესში მონაწილე დიპლომატებს აღნიშნულისთვის მადლობა გადაუხადა.

 

„ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, მინდა მივულოცო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, ჩვენ მხარდამჭერებს მიღწეული შეთანხმება. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო დიპლომატიურ კორპუსს, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო აშშ-ის ელჩს, ქალბატონ კელი დეგნანს ამ ჩართულობისთვის. მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა საუბარი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, თუმცა დღეს მოხდა შეთანხმება. ჩვენ ვვარაუდობით, რამდენიმე დღის წინაც ვისაუბრე ამასთან დაკავშირებით და გავაკეთე განცხადებები, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეთანხმება, თუ როგორი წესით ჩატარდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და კიდევ ერთხელ დავუმტკიცებთ ყველას, რომ საარჩევნო სისტემები არ იგებს და ვერ იგებს არჩევნებს, არჩევნებს იგებს მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების და ხალხის მხარდაჭერა, რომელიც გააჩნია „ქართული ოცნება- დემოკრატიულ საქართველოს“, - განაცხადა კალაძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ