დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

„დემოკრატია დიდ შრომას მოითხოვს, მაგრამ ის ამად ღირს - სპიკერი თალაკვაძე და ბევრი სხვა ამ საქმიანობის გამო მადლიერებას იმსახურებს“ 08.03.2020 19:42

კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო საკითხებზე მიღწეულ შეთანხმებას ეხმაურება და აღნიშნულს ქართველ ხალხს ულოცავს. როგორც კინზინგერი სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" წერს, დემოკრატია დიდ შრომას მოითხოვს.

 

"გულითადად ვულოცავ ქართველ ხალხს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საკითხზე შეთანხმების მიღწევას. დემოკრატია დიდ შრომას მოითხოვს, მაგრამ ის ამად ღირს. სპიკერი თალაკვაძე და ბევრი სხვა ამ საქმიანობის გამო მადლიერებას იმსახურებს. უფრო ვრცელი განცხადება მოგვიანებით იქნება",-წერს "ტვიტერზე" კინზინგერი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ