დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

„თითქოს ვიღაცა შეთანხმდა, რომ ხვალ გაუშვებს პოლიტპატიმარს, რომელიც რეალურად საქართველოში არ არის, ეს არის მორიგი ტყუილი“ 08.03.2020 21:49

ჩვენ საქართველოში არ გვყავს პოლიტპატიმრები, ჩვენ გვყავს ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული და ამისთვის არიან მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში და არის დამდგარი შესაბამისი განაჩენი,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მედიას განუცხადა. რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის ნაწილის განცხადებებს, რომ პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით ხელისუფლებასთან შეთანხმება მოხდა. მისი თქმით,არასწორია იმის თქმა,რომ პოლიტპატიმარს "ვიღაც გაუშვებს", რადგან საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან.

 

"ზოგადად რაც პრინციპში აისახა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაში, ამ პრინციპებს აქამდეც ვეთანხმებოდით და ახლაც ვეთანხმებით. ამისი გაყიდვა, რომ ვიღაცა შეთანხმდა იმაზე, რომ ხვალ გაუშვებს პოლიტპატიმარს, რომელიც რეალურად საქართველოში არ არის, ეს არის მორიგი ტყუილი და ასე გაყიდვა სხვა პრინციპის აღიარების, არ არის სწორი. ამაზე არ მგონია რომ კარგი რეაქცია ქონდეს ჩვენს საზოგადოებას. როდესაც შეთანხმება ერთ საკითხზე დგება, ამაზე უნდა ისაუბრო და არ უნდა მოატყუო ხალხს. რაღაც ჟივილ-ხივილი, არასწორი, არ უნდა ატეხო. ყველას - ოპოზიციასაც, ხელისუფლებასაც და ქართულ საზოგადოებასაც მისალოცი ის აქვს, რომ შეთანხმება შედგა. თუ თქვენ მეკითხებით, ისეთი შეთანხმება შედგა, რომ ვიღაცა გამოუშვებს და თან პოლიტპატიმარს დაარქმევს რომელიღაცა პატიმარს, ეს არის წმინდა წყლის ტყუილი. ესეთი საუბარი არ ყოფილა. ზოგადი პრინციპების აღიარებაა, რომ სასამართლო ზეწოლა არ იქნება და ასე შემდეგ და ბუნებრივია ამას ჩვენ მანამდეც ვამბობდით, ახლაც ვამბობთ და მომავალშიც გავიმეორებთ, იმიტომ, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება ამ საწყისებზე დგას. აქედან გამომდინარე ხალხის მოტყუება სწორი არ არის".-განაცხადა მდინარაძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ