დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილი მივიდა 09.03.2020 15:33

"ლეიბორისტული პარტიის " ოფისში, სადაც ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მივიდა.

 

მარგველაშვილმა ოპოზიციის შეხვედრაზე მისვლის მიზეზი ჟურნალისტებთან მცირე კომენტარით განმარტა.

 

"მინდა, რომ იმ ადამიანებს, ვინც დიდი წვლილი შეიტანა ქართული დემოკრატიის ძალიან დიდი ხნის ნანატრ გზაში, რომ ბოლოს და ბოლოს, არჩევნები იყოს შეჯიბრება პოლიტიკოსებს შორის და არა ხმების მოპარვა, ვუთხრა მადლობა და მივულოცო", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

„ლეიბორისტების“ ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა დაახლოებით 1 საათის წინ დაიწყო.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ