დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"კორონა ვირუსით შექმნილი ვითარება მთელი ქვეყნისთვის და მსოფლიოსთვის არის ომის ტოლფასი გამოწვევა, ზოგ ქვეყანაში კი - პირდაპირი საფრთხე" 09.03.2020 16:37

ექსპერტი ამირან სალუქვაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

 

"გადავავლე თვალი სოც. ქსელს, კერძოდ ამირან გამყრელიძის წინააღმდეგ განხორციელებულ შეტევებს და უფრო მეტად, ფეისბუქის მომხმარებელთა გამოხმაურებებს (კომენტარებს, ემოციებს).


პირველი.


კორონა ვირუსით შექმნილი ვითარება მთელი ქვეყნისთვის და მსოფლიოსთვის არის ომის ტოლფასი გამოწვევა, ზოგ ქვეყანაში კი - პირდაპირი საფრთხე.

როგორც მთელ მსოფლიოშია მიჩნეული, ასეთი გამოწვევების/საფრთხეების დროს ყველაზე მთავარი, რაც უნდა აიცილონ ქვეყნებმა, ესაა პანიკა.

ასეთ დროს იმ პიროვნებაზე შეტევის მიტანა, რომელმაც მუდმივი კომუნიკაციით, კვალიფიციურობით და პირადი თვისებებით, საზოგადოების ნდობა დაიმსახურა, არის შეტევა საზოგადოების სომშვიდეზე (რბილად ვაფასებ).

რა თქმა უნდა, ასეთი კამპანიური თავდასხმები ემსახურება მხოლოდ ვიწროპოლიტიკურ მიზნებს საზოგადოების ინტერესების ხარჯზე.

ამ შემთხვევაში საზოგადოების ინტერესია ვირუსთან გამკვლავება, რასაც მთელი სახელმწიფოს დარაზმულობა სჭირდება.

ვისაც გაქვთ კონტაქტები, შეეკითხეთ მსოფლიოს ნებისმიერ ავტორიტეტს მედიცინის ან უსაფრთხოების სფეროში. ამ ვირუსთან ეფექტიანი გამკვლავებისთვის მთავარი ის კი არაა, რამდენად მომზადებული დახვდა სახელმწიფო (ძალიან ბევრი ქვეყანა ჩვენზე მომზადებული იქნებოდა, მაგრამ უარესი სურათი აქვთ), არამედ როგორ უმკლავდებიან მას.

ჩვენი სახელმწიფო მანქანა, შესაბამისი სტრუქტურებით და სპეციალისტებით, მოქმედებს გამართულად, თუნდაც ცალკეული ხარვეზებით საწყის ეტაპზე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ზრუნავენ ყოველ ცალკეულ მოქალაქეზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ.

ხელი ჩვენც უნდა გავანძრიოთ. ზოგ სიტუაციაში კი პირიქით, - არ უნდა გავანძრიოთ, თუ ამ განძრევით ზიანს ვაყენებთ საზოგადოებას, შესაბამისად საკუთარ თავსაც.


მეორე.


ამიტომ, ყველა ვინც, სხვადასხვა ფორმით, ჩაერთო კონკრეტული პიროვნების შეურაცხმყოფელ ან მისი კვალიფიციურობის ეჭვქვეშ დაყენების უდროო და უადგილო კამპანიაში, მათთან არა მხოლოდ ღირებულებითი შეუთავსებლობა მაქვს, არამედ მივიჩნევ საბოტაჟის ხელშემწყობებად. რატომ ვთვლი საბოტაჟად, ზემოთ აღვწერე.

რაც შეეხება შეურაცხმყოფელი პოსტების პოზიტიურად შემფასებელ (მოწონება, გულის მონიშვნა, პოზიტიური კომენტარები) პირებს, ამას პორველ ვწერ ფბ-ზე 10 წლის განმავლობაში, ჩამოყალიბდით ღირებულებებზე: ან ხართ მეგობართა სიაში და გვაერთიანებს ეთიკის ელემენტარული ნორმები, ან ხართ სხვა სივრცეში და ხატეთ და წერეთ რასაც გული და აღზრდა გკარნახობთ." - წერს სალუქვაძე. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ