დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"თუ ჩავთვლი, რომ შეწყალება უნდა შედგეს, შეწყალების აქტი მიღებული იქნება"- სალომე ზურაბიშვილი გიგი უგულავაზე 09.03.2020 16:59

თუ მე ჩავთვლი, რომ შეწყალება უნდა შედგეს, იქნება მიღებული შეწყალების აქტი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას შეწყალების შესაძლებლობაზე დასმულ კითხვას უპასუხა.

 

ზურაბიშვილის განცხადებით, „შეწყალება ექვემდებარება წესებს, რომელიც მიღებული იქნა ამ წელს და რაც არ უნდა იყოს მოთხოვნა, რომელიც შემოვა, იქნება განხილული ამ წესების მიხედვით“.

 

„ყველა მოთხოვნას წავიკითხავ, ვნახავ გავეცნობი. თუ მე ჩავთვლი, რომ შეწყალება უნდა შედგეს, იქნება მიღებული შეწყალების აქტი. არ არსებობს, ამ ქვეყანაში ცალკე ადამიანები, რომლებზეც ვრცელდება ცალკე რეგულაციები. ყველა მოქალაქისთვის არის იგივე რეგულაცია და ყველა მოქალაქემ ძალიან კარგად იცის, როგორ უნდა მიმართოს პრეზიდენტს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ