დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

„იყვნენ ისეთებიც, ვისაც პოპკორნი ჰქონდა მომარაგებული და ელოდნენ, საქართველო ცუდად დაამთავრებდა მოლაპარაკებებს - ერთია რუსეთის ფედერაცია და მეორე, დესტრუქციული ოპოზიციის ნაწილი“ 09.03.2020 20:42

იყვნენ ადამიანები, ვისაც პოპკორნი ჰქონდა მომარაგებული და ელოდნენ, რომ საქართველო ცუდად დაამთავრებდა ამ მოლაპარაკებებს, მინიმუმ ორი ვიცი ასეთი , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. თალაკვაძის განცხადებით, ერთი არის რუსეთის ფედერაცია, ხოლო მეორე - დესტრუქციული პოლიტიკური ძალები, ოპოზიციის ნაწილი.

 

„იყვნენ ადამიანები, ვისაც პოპკორნი ჰქონდა მომარაგებული და ელოდნენ, რომ საქართველო ცუდად დაამთავრებდა ამ მოლაპარაკებებს, მინიმუმ ორი ვიცი ასეთი. ერთი, ვინც ამ ყველაფერს ელოდებოდა ნეგატიური შედეგით იყო რუსეთის ფედერაცია და მასთან დაკავშირებული ძალები, ვინც საქართველოს დემოკრატიაში ყოველთვის ცდილობდნენ ჩარევას და დღეს განსაკუთრებით, როდესაც საქართველო აღწევს მეტს, სამწუხაროდ, ჩვენ ვიღებთ მეტ ნეგატიურ ყურადღებას აქედან. მეორე ეს არის დესტრუქციული პოლიტიკური ძალები, ეს არის ოპოზიცის ნაწილი, რომელიც რადიკალიზმით და დესტრუქციულობით გამოირჩეოდა და დაიწყეს ადუღების მცდელობიდან და დაიწყეს იმით, რომ ძალადობრივ შეტევას ცდილობდნენ საქართველოს პარლამენტზე, საკონსტიტუციო ორგანოზე. აი ეს ხალხი იყო, ვისაც ქონდა პოპკორნი მომარაგებული“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ