დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

„სააკაშვილის პირადი შტაბი, ისევე, როგორც ნათელაშვილის მაგიდა, ფაქტიურად გადადგა! - რა მოიგო ნაცების მიერ "გაერთიანებულმა" ოპოზიციამ?! არსებითად არც არაფერი“ 10.03.2020 00:29

დავით ზარდიაშვილის ბლოგი:

 

"ოცნებამ" უკან კი არ დაიხია, არამედ მკაფიოდ აჩვენა - მას კომპრომისების არ ეშინია და აშკარაა, დღეს არსებულ პოლიტიკურ სუბიექტებში ყველაზე მეტად ეს უნარი სწორედაც მმართველ პარტიას აქვს. მას შეუძლია არა მხოლოდ საკუთარ ინტერესებს, არამედ სხვებსაც უგდოს ყური და ეს უკვე უდიდესი უპირატესობაა. პოლიტიკა - უწინარესად კომპრომისების ხელოვნებაა. ეს იმათ საყურადღებოდ, ვისაც, არ ვიცი რატომ, დარჩა შთბეჭდილება, რომ "ოცნებამ" სისუსტე გამოიჩინა, რადგან საგარეო თუ საშინაო ზეწოლას ვერ გაუძლო... სინამდვილეში, ოცნებას წინასაარჩევნოდ საუკეთესო პოზიციები აქვს და მის გამარჯვებას ფაქტიურად წინ არაფერი ეღობება. 

 

რა მოიგო ნაცების მიერ "გაერთიანებულმა" ოპოზიციამ?! თუ დავფიქრდებით, არსებითად არც არაფერი - ჰა და ჰა, რამდენიმე დამატებითი ადგილი პარლამენტში, რაც არაარსებითია. სამაგიეროდ - მათ თამაში წააგეს, რადგან ამჟამად მათი აბსოლუტურდ დესტრუქციული დღის წესრიგი ფაქტიურად მთლიანად და სრულიად უშედეგოდ ამოწურულია, ხვალ დილით რომ გაიღვიძებენ - რა უნდა გააკეთეონ, უკვე საყოველთაოდ გაუგებარია! ხოლო ამ დესტრუქციიდან, ე.ი. რევოლუციური მობილიზებიდან საარჩევნო კამპანიაზე გადასვლა გემიდან ბალზე ტანსაცმლის გამოუცვლელად სამარცხვინო გამოცხადებას დაემსგავსება. აშკარაა:

 

1. ე.წ. პოლიტპატიმრების თემა არააქტუალურია და პოლიტიკური დივიდენდის მისაღებად უვარგისი; ჰა და ჰა, ეს დივიდენდი წვრილი ხურდის ფასისა გამოდგეს, მაშინ როცა მილიონების იმედი ჰქონდათ;
2. ისინი "ცუბცვანგის" ვითარებაში არიან - "რევოლუციური" სვლა საერთოდ არა აქვთ, ნებისმიერი "საარჩევნო" სვლა კი დამარცხების გარანტიაა; ეს იმიტომ, რომ საკუთარ მომხრეებში მოლოდინები დიდი შექმნეს, შედეგი კი არაპროპორციულად მცირე მიიღეს; ნაცების მოქმედების რაიმე მიმართულება აღარ ჩანს. აპრილის აქციის გაუქმებაც მოუწევთ. მათი ლამის ერთადერთი იმედი გვარამიას "უშრეტი ფანტაზიაა".
3. ნაცების გარშემო გაერთიანების რაციონალური მოტივი (რადგან მცირე პარტიებს საარჩევნო ბარიერი აღარ აშინებთ) გაქრა, აღარ არსებობს, ხოლო ამის სურვილი კი, არა მგონია უმოტივაციოდ ვინმეს ჰქონოდა;
4. შეიძლება ითქვას, რომ სააკაშვილის პირადი შტაბი, ისევე, როგორც ნათელაშვილის მაგიდა, ფაქტიურად გადადგა! ანუ შტაბი - გადაშტაბდა (გადაკრუხდას ვარიანტში). მაგიდაც- განმაგიდდა და ტაბლადაც აღარ გამოდგება...

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ