დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"ვინც რუსეთთან მახვილით მოვა, მახვილით განიგმირება" 10.03.2020 13:34

რუსეთი მზად იქნება პასუხი გასცეს ნებისმიერ აგრესორს, რომელიც ჰიტლერის გერმანიის მსგავსად გაბედავს თავს დაესხას ქვეყანას, - ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, „ტასთან“ ინტერვიუში, „20 კითხვა ვლადიმერ პუტინს“ განაცხადა.

 

მისი თქმით, ის, ვინც რუსეთთან „მახვილით მოვა, მახვილით განიგმირება“.

 

„საბჭოთა კავშირმა ძალიან საშინელი, უპატიებელი თავდასხმა მოიგერია ნაცისტური გერმანიის მხრიდან. ჩვენ 27 მილიონი ადამიანი დავკარგეთ. არ არსებობს მსოფლიოში ქვეყანა, რომელმაც ამხელა ზარალი განიცადა“, - აღნიშნა პუტინმა და დასძინა, რომ თუ კიდევ ვინმე გაბედავს მსგავსი რამ გააკეთოს, რუსეთი „ამას კვლავ გაიმეორებს“.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ