მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსის" მთავარი რედაქტორი ნანა გაგუა, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:
"საქართველო, ეს ერთიბეწო და ძლივს ფეხზე წამომდგარი ქვეყანა, დღეს ურთულეს გამოცდას აბარებს - ვერაგ ვირუსს ებრძვის!
და ამ ბრძოლაში არაფრით ჩამოვუვარდებით (თუ არ ვჯობნით!) ბევრ სხვა ძლიერ სახელმწიფოს. მეიმედება, რომ ამ უთანასწორო ბრძოლის სტრატეგიას, ასე ვთქვათ, ძველი თაობის სუპერ-პროფესიონალი მედიკოსები უდგანან სათავეში და ახალი თაობის ექიმებთან ერთად პროფესიონალიზმის კლასს აჩვენებენ პლანეტას!
მიყვარხართ და მეიმედებით, ჩვენო ყველასგან გამორჩეულო და თავგადადებულო ქართველო მედიკებო!
აბა, თქვენ იცით..." - წერს ნანა გაგუა.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge