დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

იტალიის ციხეებში ბუნტის დროს დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა 10.03.2020 22:05

იტალიის ციხეებში მიმდინარე ბუნტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. ინფორმაციას „გარდიანი“ აქვეყნებს. გავრცელებული ცნობებით, პატიმრებმა პავიაში გუშინ ორი ციხის ოფიცერი ტყვედ აიყვანეს, თუმცა ახლა ისინი გათავისუფლებულნი არიან. არეულობაა სალერნოს, ნეაპოლის, ალესანდრიას, ვერჩელის, ბარის, პალერმოს, ფოჯასა და ფრონისინონის სასჯელაღსრულების დაწესებულებებშიც.

 

მედიის ცნობით, ფოჯას ციხიდან რამდენიმე პატიმარმა გაქცევაც მოახერხა. საუბარია 23 პირზე, რომლის პოვნასაც პოლიცია ამ წუთებშიც ცდილობს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილთაგან 8 მოდენას ციხიდან არიან. ერთ-ერთი პირი მას შემდეგ დაიღუპა, რაც ციხის აფთიაქის აღების შემდეგ, წალმების ზედმეტი დოზა მიიღო, ხოლო კიდევ ერთი პატიმარი მატრასების დაწვისგან წარმოქმნილ კვამლს შეეწირა.

 

შეგახსენებთ, იტალიის ოთხ ციხეში ბუნტი კვირას დაიწყო. პატიმრები ახალი შეზღუდვების დაწესებას აპროტესტებდნენ, რომელიც პაემნების გაუქმებას გულისხმობდა. ამჯერად იტალიის ციხეების სამსახურში აცხადებენ, რომ პატიმრების ნაწილი შიშობს, რომ მათ კორონავირუსი აქვთ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ