დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

„ჩვენს ოპონენტებს არჩევნები არ უნდათ, ვინაიდან უტოპიურია მათი მოწოდებები და ის საკითხები, რასაც ისინი გვთავაზობენ“ 10.03.2020 22:34

 

გია ვოლსკის განცხადება:

 

ოპოზიციის განცხადებები, რომ გადავთარგმნოთ კარგად, ასე გამოდის: თუ ხელისუფლება არ აღიარებს, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები ჰყავს და მით უმეტეს, ამ პოლიტპატიმრებს არ გაათავისუფლებს, მათი მოსაზრებით, ეს შეთანხმება არ შედგება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია შეთანხმებას არ აპირებს, ვინაიდან პატიმრების გათავისუფლების მექანიზმს პოლიტიკოსები არ ფლობენ. მექანიზმი, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჰქონდათ და ვისაც უნდოდათ იჭერდნენ და ვისაც უნდოდათ უშვებდნენ - ეს მექანიზმი აღარ არსებობს. მეორე და მთავარი - პოლიტიკური პატიმრები საქართველოში არ არიან. თუკი რომელიმე ადამიანი იტყვის, რომ კონკრეტული პიროვნებების მიმართ წაყენებული ბრალდება ტყუილია და თუ დაასაბუთებს ამას, რასაკვირველია, ამ თემას შესაბამისი განხილვა ექნება, მაგრამ ეს არის უტოპია. პოლიტიკოსები ასეთ საკითხებს არ წყვეტენ და გარდა ამისა, ადამიანები, ვიზეც ისინი საუბრობენ, დამნაშავეები არიან. რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია, პოლიტიკური ნებით არცერთი საკითხი არ გადაწყვეტილა. ჩვენ გვახსოვს ასეთი პოლიტიკური ნებით გადაწყვეტილი საკითხები, როდესაც ადამიანებს 2 წუთში ასამართლებდნენ და უსჯიდნენ იმდენს, რამდენსაც ჩათვლიდნენ საჭიროდ. მე პირადად მაქვს საფუძველი მქონდეს ეჭვი, რომ ჩვენს ოპონენტებს არჩევნები არ უნდათ, ვინაიდან უტოპიურია მათი მოწოდებები და ის საკითხები, რასაც ისინი გვთავაზობენ

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ