დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

"საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანმხება ძალზე მნიშვნელოვანია როგორც პოლიტიკური პარტიებისთვის, ასევე ქართველი ხალხისთვისაც" 11.03.2020 12:36

„ამერიკის ხმა“ ასევე აქვეყნებს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ევრაზიის პროგრამების დირექტორის სტივენ ნიქსის კომენტარს, რომლის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანმხება ძალზე მნიშვნელოვანია როგორც პოლიტიკური პარტიებისთვის, ასევე ქართველი ხალხისთვისაც.


„ეს არის უდიდესი გამარჯვება ქართველი ხალხისთვის. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური ლიდერები შეხვდნენ, განიხილეს და მიაღწიეს ამ ძალიან მნიშვნელოვან კომპრომისს. ეს არის დემოკრატიის დემონსტრირება, როდესაც მთავრობა და ოპოზიცია მუშაობს ერთად, რათა პასუხისმგებლობით მოეკიდონ მოქალაქეების საჭიროებებსა და სურვილებს. ნათელი იყო, რომ ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ქართველი ხალხისთვის. ყველამ გამოიჩინა იმის ნება, რომ რაღაც დაეთმო და ესეც დემოკრატიის დემონსტრირებაა. რონალდ რეიგანი მიდიოდა კომპრომისებზე და საქმეს აკეთებდა, ჯონ მაკკეინი მიდიოდა კომპრომისებზე და საქმეს აკეთებდა. სწორედ ეს ვნახეთ ჩვენც თბილისში“.


საქართველოს საარჩევნო სისტემის ცვლილებას გამოეხმაურა კონგრესმენი ადამ კინზინგერიც. „როგორც კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ვამაყობ, რომ გარკვეული როლი შევასრულე დისკუსიის მიმდინარეობასა და შეთანხმების მიღწევაში. მე მზად ვარ, რომ დავეხმარო საქართველოს დარჩეს შეერთებული შტატების მნიშვნელოვან პარტნიორად. ეს შეთანხმება გაამტკიცებს მათ [საქართველოს] დემოკრატიას და დააეხმარება მათ [ქართველებს] ერთი ნაბიჯით დაუახლოვდნენ ნატოს პარტნიორობას და საბოლოო წევრობას“, - განაცხადა ადამ კინზინგერმა.


წყარო: „ამერიკის ხმა“ (აშშ)

https://www.amerikiskhma.com/a/steven-nix-on-proportional-system/5321741.html

 

მოამზადა - სიმონ კილაძემ

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ