დღე: 20

ღამე: 12

USD 2.6755

EUR 2.8837

"ნაციონალური მოძრაობა" ბიუროს სხდომაზე დასწრებას, სადაც საარჩევნო ცვლილებებზე კანონპროექტის ინიცირება უნდა მოხდეს, არ აპირებს 11.03.2020 13:10

"ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტს კვლავ ბოიკოტს უცხადებს და ბიუროს სხდომაზე დასწრებას, სადაც საარჩევნო ცვლილებებზე კანონპროექტის ინიცირება უნდა მოხდეს, არ აპირებს. როგორც ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი საპარლამენტო საქმიანობას მას შემდეგ გააგრძელებენ, რაც შეთანხმების ორივე პირობა - საკონსტიტუციო ცვლილებები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება, შესრულდება.


"ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პირველად იქნება წარმოდგენილი შეთანხმების ის ნაწილი, რომელიც ეხება საარჩევნო კანონმდებლობას. არამგონია აქ რამე პრობლემა იყოს, მაგრამ ჩვენ ბიუროს მაინც არ დავესწრებით, ვინაიდან შეთანხმება არის პაკეტზე - ერთი მხრივ, საარჩევნო ცვლილებებსა და მეორე მხრივ- პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე. როდესაც ორივე მოთხოვნა იქნება დაკმაყოფილებული და შეთანხმება მთლიანად შესრულდება, მაშინ დავუბრუნდებით საპარლამენტო მუშაობას და მხარს დავუჭერთ წარმოდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებებს,"- განაცხადა გოცირიძემ.

 

გოცირიძე ასევე გამოეხმაურა ამერიკელი სენატორის ჯიმ რიშ განცხადებას. "დიპლომატიური ენით იყო ნათქვამი, რომ ქვეყანაში სასამართლო არის პოლიტიზებული. არადიპლომატიური ენით იგივე თქვეს გუშინ ამერიკის სენატორებმა, რომლებმაც პირდაპირ მოუწოდეს მთავრობას, რომ გაათავისუფლონ პოლიტპატიმრები. ელჩის ენა სხვა არის, პოლიტიკოსების - სხვა, პოლიტიკოსები ამბობენ პირდაპირ. სწორედ პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ შეთანხმება მოიცავს ორ მხარეს: საკონსტიტუციო ცვლილებას და პოლიტიკური დევნის შეწყვეტას. როდესაც შეთანხმების ორივე პირობა შესრულდება, ვბრუნდებით პარლამენტში და ვღებულობთ მონაწილეობას. მანამდე ითვლება, რომ შეთანხმება შესრულებული არ არის,"- განაცხადა გოცირიძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ