დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

დონალდ ტრამპმა ევროპიდან აშშ-ში შესვლა 1 თვით აკრძალა 12.03.2020 11:59

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროპიდან აშშ-ის მიმართულებით ავიარეისებზე შეზღუდვები დააწესა. ამის შესახებ პრეზიდენტმა განცხადება „ტვიტერის“ მეშვეობით გაავრცელა.

 

ტრამპის თქმით, 30 დღის განმავლობაში ევროპელ მგზავრებს აშშ-ში შესვლის უფლებას არ მისცემენ. აღნიშნული ცვლილება პარასკევს შევა ძალაში.

 

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, დაწესებული შეზღუდვები მხოლოდ მგზავრების შეშვებაზე ვრცელდება და ის ტვირთების გადატანას არ შეეხება.

 

„გთხოვთ, გაითვალისწინოთ, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ქვეყნისა და ბიზნესისთვის, იცოდნენ, რომ ევროპიდან მგზავრობაზე დაწესებული 30-დღიანი შეზღუდვა არანაირად არ შეეხება ვაჭრობას. შეზღუდვები აჩერებს ხალხს და არა ტვირთებს”, - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა.

 

ამასთან, ტრამპა განაცხადა, რომ ევროკავშირმა ვირუსთან ბრძოლის კუთხით სიფრთხილის ისეთი ზომების მიღება ვერ შეძლო, როგორიც აშშ-მ განახორციელა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ