დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

„კორონავირუსმა სომხეთის ტურისტული სფერო ძალზე დააზარალა, საქართველოსთან საზღვრის დახურვა არ შეიძლება, ის ღია უნდა იყოს“ 12.03.2020 13:02

დაიხურება თუ არა საქართველოს საზღვრები სომხეთთან და აზერბაიჯანთან, კორონავირუსის გავრცელების შეზღუდვის მიზნით? ეს კითხვაა დასმული სომხურ და აზერბაიჯანული მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში.


სომხური გამოცემა «News.am» აქვეყნებს სტატიას პარტია „დაშნაკცუტიუნის“ წევრის, ეკონომისტ სურენ პარსიანის ჟურნალისტებთან შეხვედრის თაობაზე, რომლის სათაურია „კორონავირუსმა სომხეთის ტურისტული სფერო ძალზე დააზარალა. საქართველოსთან საზღვრის დახურვა არ შეიძლება, ის ღია უნდა იყოს“.


ეკონომისტის თქმით, კორონავირუსის გავრცელების გამო სომხეთში ტურისტების რაოდენობამ მკვეთრად იკლო, რაც ტურისტულ კომპანიებს ძალიან დააზარალებს. რადგანაც რამდენიმე მიმართულებით ავიარეისებიც შეჩერებულია, შექმნილი ვითარებით სომხეთის ეკონომიკას უდიდესი ზიანი მიადგება.


ამასთან, როგორც ექსპერტმა აღნიშნა, თუ სომხეთი საქართველოსა და აზერბაიჯანს მიბაძავს და თავის საზღვრებს ჩაკეტავს, ეს სომხეთის ისედაც არასახარბიელო ეკონომიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო გააუარესებს.

 

„საქართველოს და აზერბაიჯანს ალტერნატიული საზღვაო გზები აქვთ, ჩვენ კი არა. მე მესმის, რომ ირანთან საზღვარი შეიძლება ჩავკეტოთ, მაგრამ რაც შეეხება საზღვარს საქართველოსთან, ის ყველა შემთხვევაში ღია უნდა იყოს“, - ხაზი გაუსვა სურენ პარსიანმა.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: «News.am» (სომხეთი)

https://news.am/rus/news/565307.html

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ