დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6802

EUR 2.8555

„მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის“ მიერ წარმოებული კანონის უზენაესობის 2020 წლის ინდექსის მიხედვით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში 2014 წლიდან მოყოლებული კვლავ პირველ ადგილზე გავიდა" 12.03.2020 15:26

ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

"გუშინ კიდევ ერთი და მეტად ყურადსაღები საერთაშორისო კვლევა გამოქვეყნდა. „მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის“ მიერ წარმოებული კანონის უზენაესობის 2020 წლის ინდექსის მიხედვით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში 2014 წლიდან მოყოლებული კვლავ პირველ ადგილზე გავიდა !

„მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის“ კანონის უზენაესობის ინდექსი კი იმ თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი, რომ აფასებს კანონის უზენაესობის მდგომარეობას მსოფლიოს 128 ქვეყანის მიხედვით, ხოლო შესაფასებლად იყენებს კომპოზიტურ მაჩვენებელს 44 ინდიკატორის მიხედვით, რომლებიც თავის მხრივ 8 ძირითადი ფაქტორით ფასდება.

ნიშანდობლივია, რომ ეს კვლევა სრულ თანხვედრაშია გასული წლის ოქტომბრის დასაწყისში მსოფლიო ბანკის „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების” კვლევის შედეგებთან, სადაც საქართველო „კორუფციის კონტროლის“ მიხედვით მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის ევროპის საუკეთესო ოცეულშია.

მიმაჩნია, რომ ეს არის ქვეყანაში მიმდინარე მართლმსაჯულების რეფორმის, ისვე როგორც მთლიანად სტრუქტურული რეფორმების კიდევ ერთი აღიარება, და მსურს ეს მოვლენა შევაფასო ეკონომიკაზე მისი ზეგავლენის კუთხითა, რადგან კორონა ვირუსის გლობალური პანდემიის შედეგად მსოფლო ეკონომიკა სერიოზული პრობლემების წინაშე დგას, რაც ჩვენს ეკონომიკაზეც აისახება. ეს ფაქტორი კი პირველ რიგში შეეხება საინვესტიციო ნაკადებსაც, რასაც ჩვენნაირი შედარებით მცირე ზომის ეკონომიკისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს:

 

1. ეს კვლევა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ აღნიშნული 8 ფაქტორიდან 6 ფაქტორში საქართველო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიაში სულაც ლიდერია და ყველა ამ ფაქტორს იქნება ეს კორუფციისაგან თავისუფლება, მთავრობის უფლებამოსილება, ღია მმართველობა, კანონის აღსრულება, სისისხლის სამმართლებრივი მართლმსაჯულება, თუ ფუნდამენტური უფლებები, საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე სერიოზული ზეგავლენა აქვს და დღეს კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, რადგან გლობალური ეკონომიკის შენელებისას, ინვესტორთა არჩევანიც გარკვეულწილად იზღუდება გაზრდილი რისკების გამო. რაც მთავარია, გადაწყვეტილებების მიღებისას დიდწილად სწორედ ამ ფაქტორებზე ხდება ფოკუსირება.

2. ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის შეფასებისას ამ 44 ინდიკატორიდან ასევე განსაკუთრებით გამოსარჩევია კრიმინალისგან თავისუფლების ეფექტიანობის ინდიკატორი, რომლის მიხედვითაც საქართველო აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში პირველია; ევროპის საუკეთესო ათეულში 7-ე ადგილზეა, მსოფლიოში კი - 11-ე პოზიციაზე.

3. აღსანიშნავია, რომ ამ სახის ინდიკატორებით მსოფლიოს მასშტაბით ქვეყნების შეფასება ხდება გასული წლების მიხედვით, რაც ინვესტორებისათვის უმნიშვნელოვანეს საორიენტაციო დოკუმენტს წარმოადგენს, რადგან ინვესტორები გადაწყვეტილებებს მომავალი წლების, ხშირად 10-15 წლის პერსპექტივაზე გათვლით და პირველ რიგში სწორედ სახელისუფლებო კორუფციის და ღია მმართველობისს და კანონის აღსრულების შეფასების კუთხით აკეთებენ;

4. მთლიანობაში, კორუფციის დაბალი დონე და მართველობის ღიაობა, მართლმსაჯულების ხარისხთან და დაბალ კრიმინალთან ერთად ითვლება რა საინვესტიციო გარემოს შეფასების მნიშვნელოვან მდგენელადაც, უკვე უახლოეს წლებში საინვესტიციო ნაკადების ზრდის წინაპირობადაც უნდა განვიხილოთ;

5. წარმოდგენილი ფაქტორებიდან დაბალი კორუფციის მაჩვენებელი, პირველ რიგში სახელისუფლებო დონეზე, არის ზრდის სტიმულატორი. აქედან გამომდინარე, ეს კვლევაც ეხმიანება და ადასტურებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის და სარეიტინგო საააგენტოების საპროგნოზო შეფასებებს, რომლის მიხედვითაც უახლოეს წლებში ჩვენ გვექნება რეგიონში ყველაზე მაღალი ზრდა;

6. ნიშანდობლივია, რომ ეს აღიარება, თავსებადია იმ შეფასებებისა, რასაც ბოლო პერიოდში ქვეყნის საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობაზე და პერსპექტივებზე, სარეიტინგო სააგენტოებთან ერთად, ღიად აცხადებენ წამყვანი ამერიკული და ევროპული საინვესტიციო ფონდები და ბანკები.

 

და ბოლოს, ამ კვლევამაც დაადასტურა, ხელისუფლების მიერ სტრუქტურული რეფორმების, მათ შორის მართლმსაჯულების სფეროში განხორციელებული რეფორმების წარმატებული ხასიათი, ხოლო ის შეფასებები და ბრალდებები, რაც ქვეყნის შიგნით ისმის ოპოზიციის მხრიდან, სახელისუფლებო კორუფციაზე თუ კანონის აღსრულების პრობლემებზე, ხშირად თითიდან არის გამოწოვილი, რაც მოსახლეობაში სიცრუის კულტივირებით ხორციელდება;"

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ