დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

ევროკავშირი გმობს აშშ-ის მიერ შენგენის ზონის ქვეყნებისთვის დაწესებულ შეზღუდვებს და მას ცალმხრივ გადაწყვეტილებად აფასებს 12.03.2020 17:07

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ვონ დერ ლეიენი და ევროკავშირის საბჭოს ლიდერი ჩარლზ მიშელი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადება ეხება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ შენგენის ზონის ქვეყნებისთვის შეზღუდვების დაწესებას კორონავირუსთან დაკავშირებით.


„ევროკავშირი გმობს იმ ფაქტს, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება, აკრძალვა დააწესოს მოგზაურობაზე, იყო ცალმხრივი და მიღებულ იქნა კონსულტაციების გარეშე. ევროკავშირი მძლავრ ნაბიჯებს დგამს, რომ შეაჩეროს კორონავირუსის გავრცელება. კორონავირუსი გლობალური კრიზისია. მის დაძლევას თანამშრომლობა უფრო სჭირდება ვიდრე ცალმხრივი ქმედებები“,- ნათქვამია განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, შენგების ზონის ქვეყნებიდან ავიამიმოსვლაზე დროებითი აკრძალვა დაწესდა. ცნობისთვის, აკრძალვა არ დაუწესდა დიდ ბრიტანეთს, რამაც მედიის ცნობით, ევროპელი ლიდერების დაბნეულობა გამოიწვია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ