დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

"ჯანდაცვის სამინისტრო ყველაზე უარეს სცენარს - სავარაუდოდ 400 დავირუსებულზე ითვლის" 13.03.2020 13:04

ბლოგერი დავით ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

"პანდემიური მდგომარეობის სურათი, როგორც აბსოლუტურ, ასევე ფარდობით მაჩვენებლებში, 13 მარტისთვის 5 ყველაზე მეტი დასნევოვნების ქვეყანასა და საქართველოში, ასე გამოიყურება:

მსოფლიო მასშტაბით რეგისტრირებულია - 135 915 დავირუსებული; მსოფლიო მოსახლეობაა - 7 775 962 286 ანუ დავირუსებულია 0,00175%, ე.ი. ყოველ მილიონ კაცზე - სულ 17,5; 

ჩინეთი - დავირუსებულია 81 003. მოსახლეობაა - 1 402 006 000; ანუ დავირუსებულია - 0, 00578%, ე.ი. ყოველ მილიონ კაცზე - სულ 58;

იტალია - დავირუსებულია 15 113; მოსახლეობაა - 60 247 214; ანუ დავირუსებულია - 0, 0251%, ე.ი. ყოველ მილიონ კაცზე -  251 (!);

ირანი - დავირუსებულია 10 075; მოსახლეობა - 83 926 106; ანუ დავირუსებულია - 0, 012%, ე.ი. ყოველ მილიონ კაცზე - 120;

სამხრეთ კორეა - დავირუსებულია 7 869, მოსახლეობა -51 709 098; ანუ დავირუსებულია - 0, 0152%, ე.ი. ყოველ მილიონ კაცზე - 152;

ესპანეთი - დავირუსებულია 3 059, მოსახლეობა - 46 934 632; ანუ დავირუსებულია -0, 00652%, ე.ი. ყოველ მილიონ კაცზე - 65;

საქართველო - დავირუსებულია 25, მოსახლეობა 3 723 500; ანუ დავირუსებულია - 0, 00067%, ე.ი. ყოველ მილიონ კაცზე - 6,7.

როგორც ვხედავთ, ფარდობითი მონაცემებით, ასეთი სურათია: ინფექცია ყველაზე მეტად არის გავრცელებული იტალიაში, სადაც გავრცელების სიხშირე საშუალო მსოფლიო მაჩვენებელს - 14, 3-ჯერ აღემატება, ხოლო ჩინურ სიხშირეს (საიდანაც გავრცელდა ვირუსი, ამიტომ „სამოდელო“ ქვეყნად მივიჩნიოთ), 4, 3-ჯერ! ნამდვილი კოშმარია!


იტალიის შემდეგ მეორე ადგილზეა - სამხრეთ კორეა, სადაც გავრცელების სიხშირე საშუალო მსოფლიო მაჩვენებელს - 8, 7-ჯერ აღემატება, ხოლო ჩინურ სიხშირეს - 2, 6-ჯერ.

მესამე „საპატიო“ ადგილზეა - ირანი, სადაც გავრცელების სიხშირე საშუალო მსოფლიო მაჩვენებელს - 6, 8-ჯერ არემატება, ხოლო ჩინურ სიხშირეს - 2, 1-ჯერ.

მეოთხე ადგილს - ესპანეთი იკავებს. იქ გავრცელების სიხშირე საშუალო მსოფლიო მაჩვენებელზე 3, 7-ჯერ აღემატება, ხოლო ჩინურ სიხშირეს - 1, 12-ჯერ.

თავად ჩინეთი, ეი, კორონოვირუსის სამშობლო და სამოდელო ქვეყანა, მხოლოდ მეხუთე ადგილზეა და ჩინური სიხშირე მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელს 3,3-ჯერ აღემატება. მაგრამ ასეთი ტემპით თუ გავრცელდა ევროპაში ეს ვირუსი, ჩინეთს მალე გადაასწრებს მეექვსე ადგილზე მყოფი საფრანგეთი (დავირუსებულია - 2 876, მოსახლეობა - 68 859 600, ანუ ყოველ მილიონ კაცზე - 41, 8).

რასაკვირველია, საქართველო ამ მაჩვენებლებით, მადლობა ღმერთს, კუდში მიჩანჩალებს, რადგან   საშუალო მსოფლიო სიხშირეს 2, 6-ჯერ „ჩამორჩება“, ხოლო „სამოდელო“ ჩინურ სიხშირეს კი - 8, 7-ჯერ.


ღმერთმა დაგვიფაროს და „ჩინური“ გავრცელების სიხშირით, რაც ჩემი აზრით, შესაძლოთაგან ყველაზე მძიმე სცენარი იქნება, დავირუსებულთა რაოდენობა - 215-ს მიაღწევს, ხოლო ისეთი კოშმარისას (რაც დარწმუნებული ვარ, არ გვემუქრება!), რაც იტალიაშია - 935-ს. 


ჯანდაცვის სამინისტრო ყველაზე უარეს სცენარს - სავარაუდოდ 400 დავირუსებულზე ითვლის, რაც ჩინურზე დაახლოებით ორჯერ მეტი, ხოლო იტალიურზე ასევე ორჯერ მცირე სიხშირეა. ცხადია, ასეთი გათვლა სავსებით რაციონალურად გამოიყურება, მაგრამ ღმერთმა ამისგანაც დაგვიფაროს! რაც მთავარია, ჯანდაცვის სისტემა სრულ მზადყოფნაშია, რომ ყველაზე უარესი სცენარიც განსაკუთრებული სირთულეების გარეშე გადავიტანოთ.


ასე რომ, ყველაფერი კარგად არის და უფრო კარგადაც იქნება!" - წერს დავით ზარდიაშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ