დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

„აფხაზეთში სახელმწიფო და სამწერლობო ენა ყოველთვის ქართული იყო, მაშინაც კი, როცა ქვეყნის ერთიანობას დიდი ბზარი ჰქონდა, შერვაშიძეებიც ქართულად წერდნენ და შესაწირავსაც ქართულად გასცემდნენ“ 15.03.2020 22:29

გიორგი კალანდიას ბლოგი:

 

აფხაზეთი საქართველო - ამეტროპოლიტენ მუზეუმში დაცულია ქართული ნაქარგობის ბრწყინვალე ნიმუში. XV საუკუნის დაფარნა. დაფარნა არის საეკლესიო დანიშნულების ნივთი, რომელიც იხმარება ბარძიმისა და ფეშხუმის საფარებლად. მეტროპოლიტენის მუზეუმში დაცული ნიმუში უნიკალურია, რადგან აქ ცენტრში ბარძიმში ჩასმულ ჩვილ მაცხოვრის გამოსახულებას ორივე მხარეს მიუყვება არაბული წარწერა „იესო მესიაა“.(სხვა ასეთი ფაქტი არც კი მახსნდება პირადად მე) დაფარნა აფხაზეთიდანაა, მეტროპოლიტენ მუზეუმისათვის ის 1917 წელს ჯონ მორგანს შეუწირავს. დაფარნას ფრთების შიდა მხარეზე ასომთავრული ანბანით ამოქარგულია ტექსტი 93-ე ფსალმუნიდან, ხოლო კუთხეებში იმავე ანბანით შესრულებელია შემომწირველის ვედრება: „უფალო იესო ქრისტე ღმერთო შეიწყალე სოლომონ შავრაშიძე“! ასე რომ ფაქტი ფაქტად რჩება, აფხაზეთში სახელმწიფო და სამწერლობო ენა ყოველთვის ქართული იყო, მაშინაც კი როცა საქართველოში მძიმე ჟამი იდგა და ქვეყნის ერთიანობას დიდი ბზარი ჰქონდა, შერვაშიძეებიც ქართულად წერდნენ და შესაწირავსაც ქართულად გასცემდნენ, ჰო ასომთავრულად "შავრაშიძე"-ს წერდა და არა ჩაჩბას. ეს ისე ინფორმაციისათვის, ფაქტი სახეზეა რომელიც მეტროპოლიტენ მუზეუმში ინახება. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ