დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

რას წერს თურქული მედია თურქეთ-საქართველოს საზღვარზე მგზავრთა მოძრაობის შეზღუდვის ფაქტზე? 16.03.2020 12:11

თურქულ მასმედიაში საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული მასალები უმეტესად ეხება საზღვრებზე შექმნილ სიტუაციას: გაზეთები „სტარი“, „ჰურიეთი“ და „თურქიე“, აგრეთვე საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ“ ყურადღებას ამახვილებენ 15 მარტიდან თურქეთ-საქართველოს საზღვარზე მგზავრთა მოძრაობის შეზღუდვის ფაქტზე, კორონავირუსთან ბრძოლის ჩარჩოებში. მასალებში აღნიშნულია, რომ მგზავრები, რომლებიც სარფის საკონტროლო-გამსვლელ პუნქტთან აკრძალვის შემოღების შემდეგ საზღვართან მივიდნენ, უკან დააბრუნეს.  ხაზგასმულია, რომ აკრძალვა-შეზღუდვები ტვირთების მოძრაობას არ ეხება. როგორც „ანადოლუს“ მიერ გავრცელებულ მასალაშია აღნიშნული, ქემალ-ფაშის (თურქეთის სასაზღვრო ქალაქის) კაიმაკამმა - ადგილობრივმა ხელმძღვანელმა მეჰმედ აკპინარმა პირადად გააკონტროლა სარფის სასაზღვრო პუნქტის მუშაობა ახალ რეჟიმში.


წყარო: „ანადოლუ“ (თურქეთი)

https://www.aa.com.tr/tr/koronavirus/sarp-sinir-kapisi-yolcu-trafigine-kapatildi-/1766979

მოამზადა სიმონ კილაძემ

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ