დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

პარლამენტის საქმიანობის ონლაინ რეჟიმში გადასვლასთან დაკავშირებით რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები დღეს ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება 16.03.2020 12:30

პარლამენტის საქმიანობის ონლაინ რეჟიმში გადასვლასთან დაკავშირებული პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები დღეს ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება. როგორც ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილება.

 

„ცვლილებები დარეგისტრირდება ბიუროზე, მოთხოვნილია დაჩქარებული წესით ამ ცვლილებების განხილვა. მიზანი ამ დაჩქარების არის ის, რომ თუ რეგლამენტში არ არსებობს შესაბამისი ჩანაწერი, მაშინ შესაბამისი სამსახური ვერ უზრუნველყოფს, რომ დროზე მოხდეს აიტი ტექნოლოგიების ამ პროგრამების შემუშავება. აქედან გამომდინარე, დაჩქარებული წესით ჯერ მოხდება საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე ამ საკითხის განხილვა და შემდგომ უკვე პირველი, მეორე და მესამე მოსმენით უნდა იქნეს მიღებული,"- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ