დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

"ადამიანი მოიგებს ამ ომს, იმისთვის რომ თოვლი დაინახოს, მზე დაინახოს, ზღვა დაინახოს, ადამიანი დაინახოს, სხვანაირად არ გამოვა" 17.03.2020 12:10

მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს:

 

"მიუხედავად ყველაფრისა, გარეთ თოვს. 


და მიუხედავად ყველაფრისა - ძალიან ლამაზია!


და ადამიანი აუცილებლად მოიგებს ამ ომს. რაც უნდა იყოს ეს ომი  და როგორიც, ცხადია, რომ ომია. უცნაური ომი, როცა სახლში დარჩენა სჯობს მტერთან შეგებებას ან მტრისგან გადამალვას. და ადამიანი მოიგებს ამ ომს, იმისთვის რომ თოვლი დაინახოს, მზე დაინახოს, ზღვა დაინახოს. ადამიანი დაინახოს. სხვანაირად არ გამოვა.


ჰოდა, მე კი ვერ ვასრულებ ამ ამბავს, ჩემი მოვალეობის გამო, მაგრამ შენ, ვისაც შეგიძლია - #დარჩისახლში და ცოტა ხნით გაუძელი წინადადებაში სიტყვებს - ,,მიუხედავად ყველაფრისა,"- წერს გიორგი კეკელიძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ