დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"შეთანხმების რეალიზება საფრთხის ქვეშაა: ოპოზიცია და ხელისუფლება შეიძლება წინა სტატუს-ქვოს დაუბრუნდეს“ 17.03.2020 12:26

უცხოეთის ქვეყნების  მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში კვლავ ყველაზე აქტიურია თემატიკა, რომელიც კორონავირუსის გავრცელებისა და მისი შედეგებს ეხება. ამ კონტექტში, ტრადიციულად, საქართველოში არსებული სიტუაციაც არის მოხსენიებული - სტანდარტული სახით: აღინიშნება დაავადებულთა და კარანტინში მყოფების რაოდენობა, ხელისუფლების მიერ მიღებულ ზომები, საზღვრების დახურვა და მოსახლეობის რეაქცია. ამ მხრივ 17 მარტის მთავარი ინფორმაცია ასეთია: საქართველოს ხელისუფლება არ თვლის საჭიროდ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, თუმცა მეზობელმა სომხეთმა უკვე გამოაცხადა.

 

რაც შეეხება სხვა თემებს:

 

აზერბაიჯანული პრესა ყურადღებას უთმობს საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციას შორის არსებულ იმ ურთიერთდამოკიდებულებას, რომელიც  საარჩევნო სისტემის თაობაზე შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ჩამოყალიბდა. ბაქოს გაზეთ „კასპიი“-ში («Каспий») გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით(ავტორი - ალი საიდოვი).

 

„ზუსტად ერთი კვირის წინათ საქართველოს ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმდა საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე, რომლის საფუძველზე 200 წლის საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. ერთი შეხედვით, თითქოსდა პრობლემა მოგვარდა, მაგრამ რეალურად საქმე არც ისე იოლი გამოდგა“, - აღნიშნულია სტატიაში, - ოპოზიცია, სანამ შეთანხმების პირობების შესრულებას დაიწყებდეს, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვს, ხელისუფლება კი ასეთ მოთხოვნებს შანტაჟსა და ზეწოლას უწოდებს.

 

საერთოდ კი, საქართველოს მთავრობას საპროტესტო აქციებისა არ ეშინია. აქციები არ იქნება არც ხვალ და არც ზეგ, არც უახლოეს პერიოდში. საქმე იმაშია, რომ მსოფლიოში შექმნილი სიტუაციის კვალობაზე - კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, მთავრობამ მკაცრი ზომები შემოიღო, აკრძალა რიგი ხალხმრავალი ღონისძიებები, დაიხურა გასართობი დაწესებულებები, მინისტრთა კაბინეტი 24-საათიან სამუშაო რეჟიმზე გადავიდა, შემუშავებულია ეკონომიკისადმი ზიანის შემარბილებებლი ღონისძიებები... მოკლედ, შეიძლება ითქვას, ერთი ანდაზის მიხედვით - ზოგი ჭირი მარგებელიაო“. მთავრობის აწყობილი მუშაობა და მიღებული ზომები მოსახლეობაში მოწონებას იმსახურებს“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: «Каспий» (აზერბაიჯანი)

http://www.kaspiy.az/pages/q.pdf

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ