დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

ევროპელმა ლიდერებმა გადაწყვიტეს, 30 დღის განმავლობაში აკრძალონ ევროკავშირში უცხოელების შესვლა 18.03.2020 00:50

ევროპელმა ლიდერებმა გადაწყვეტილება მიიღეს, 30 დღის განმავლობაში აკრძალონ ევროკავშირში უცხოელების შესვლა. ეს გადაწყვეტილება პირველად გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გამოაცხადა ევროკავშირის სახელმწიფოების ხელმძღვანელებთან გამართული ვიდეო კონფერენციის შემდეგ. მოგვიანებით, ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა ჩარლზ მიშელმა განაცხადა, რომ ეს არის ზომა, რათა "ვირუსის გავრცელება გლობალურად შეიზღუდოს". "ყველა წევრმა ქვეყანამ მიიღო ძალიან ძლიერი ზომები, რათა შემცირდეს მოძრაობა, შეამციროს მოგზაურობა,- დასძინა მან.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ