დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

"თბილისელი მღვდლები ქალაქს ნაკურთხ წყალს ასხურებენ" - ნეზავისიმაია გაზეტა 18.03.2020 12:46

რუსულ გაზეთ „ნეზავისიმაია გაზეტა“-ში («Независимая газета») გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „საქართველოს პარლამენტი, კორონავირუსთან დაკავშირებით, დისტანციური მუშაობისთვის ემზადება // თბილისელი მღვდლები ქალაქს ნაკურთხ წყალს ასხურებენ“ (ავტორი - იური როქსი).


პუბლიკაციაში ასახულია საქართველოს ხელისუფლების მოქმედება კორონავირუსთან ბრძოლის სფეროში. „ძალიან ბევრი დაწესებულება დისტანციურ მუშაობის რეჟიმზე გადავიდა. რადგანაც აუცილებელია პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებისათვის (საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით) შესაბამისი კომისია ჩამოაყალიბოს,  ამიტომ ოპოზიცია ბოიკოტს ერთი დღით წყვეტს. ამასთან, გამორიცხული არ არის, რომ საკანონმდებლო ორგანოც დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდეს“, - აღნიშნულია სტატიაში, სადაც საკმაოდ ვრცლად არის ჩამოთვლილი საქართველოს ხელისუფლების მიერ კორონავირუს „კოვიდ-19“-თან ბრძოლის მიზნით მიღებული ზომები.


„ძნელბედობის ჟამს ხელისუფლებას საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიაც გვერდში ამოუდგა: რელიგის მსახურებმა თბილისის ქუჩებს ნაკურთხი წყალი აპკურეს“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.


წყარო: «Независимая газета» (რუსეთი)

 

http://www.ng.ru/cis/2020-03-17/5_7819_georgia.html

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ