დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ჩილდირ-აქტაშის საბაჟოს საერთაშორისო გადაზიდვების ახალი მისამართები 20.03.2020 12:15

თურქეთის მასმედია რეგულარულად აქვეყნებს ცნობებს ქვეყნის საზღვრებზე არსებულ სიტუაციის შესახებ, კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული ბრძოლის ჩარჩოებში. მასალები ტირაჟირდება როგორც საინფორმაციო სააგენტოების, ასევე პრესისა და რადიო-ტელეკომპანიების ვებ-გვერდების მეშვეობით. ასე მაგალითად, სააგენტო „ანადოლუმ“ Anadolu») გამოაქვეყნა კორესპონდენტ გიუნაი ნუჰის მიერ მომზადებული სტატია სათაურით „ჩილდირ-აქტაშის საბაჟოს საერთაშორისო გადაზიდვების ახალი მისამართები“, რომელშიც  გადმოცემულია თურქეთ-საქართველოს საზღვარზე არსებული საკონტროლო-გამსვლელი და საბაჟო პუნქტის მნიშვნელობა თურქეთის საგარეო ვაჭრობისათვის.


„ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვების თვლსაზრისით, ჩილდირ-აქტაშის საბაჟო თურქეთისათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჭიშკარია მეზობელ სახელმწიფოებთან ექსპორტ-იმპორტისათვის, საქართველოს გავლით - როგორც კავკასიის რეგიონის, ასევე შუა (ცენტრალური) აზიის ქვეყნებთან. მიმდინარე წელს, 15 მარტის მონაცემებით, ამ საბაჟოზე შემოწმება გაიარა  თითქმის ექვსი ათასმა დიდგაბარიტიანმა სატვირთო ავტომობილმა.


ბოლო დროს, როცა ირანისა და ერაყის საზღვარზე არსებული საბაჟოები დაიხურა, თურქული ფირმები და კომპანიები, თავიანთი საქონლის ექსპორტის მიზნით, ყველაზე ხშირად სწორედ არტაანის პროვინციაში მდებარე ჩილდირ-აქტაშის საბაჟოთი სარგებლობენ - სატვირთო ავტომობილების მძღოლებისათვის ეს საკონტროლო-გამსვლელი პუნქტი ყველაზე უფო კომფორტულია, რადგან ის თანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.


სტატიის ავტორი ესაუბრება არტაანის პროვინციის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარეს ჩეთინ დემირჩის, რომლის თქმით, ჩილდირ-აქტაშის საბაჟო სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს საერთაშორისო ვაჭრობისათვის, მას დიდი სამომავლო პოტენციალი აქვს. ამასტან, ბოლო დროს, „კოვიდ-19“-ის პანდემიასთან დაკავშირებით, საკონტროლო-გამსვლელ პუნქტზე მგზავრების მოძრაობა აკრძალულია, მოძრაობენ მხოლოდ სატვირთო მანქანები, რომლებსაც ტვირთები საქართველოში და ცენტრალურ აზიაში გადააქვთ.

წყარო: «Anadolu» (თურქეთი)

https://www.aa.com.tr/tr/ekonomi/cildir-aktas-gumruk-kapisi-uluslararasi-tasimaciligin-yeni-adresi-oldu/1771414

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ