საერთაშორისო მასმედიაში დღეისათვის მთავარ თემას სასიკვდილო ვირუს „კოვიდ-19“-თან ბრძოლა წარმოადგენს. ამ კონტექტში მოიხსენიება საქართველოც, რაც ძირითადად სტატისტიკური მაჩვენებლებით გამოიხატება - რამდენი დაავადდა, რამდენია კარანტინში, თვითიზოლაციაში და რამდენი გამოჯანმრთელდა. ამასთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ყურადღებას აქცევენ საქართველოს ეკონომიკაში შექმნილ მძიმე სიტუაციას.
მაგალითად, ბრიუსელის გამოცემა „ევროაქტივი“ (Euractiv) აქვეყნებს ფრანგული სააგენტოს „ფრანს-პრესის“ მიერ მომზადებულ სტატიას, რომლის სათაურია „კორონავირუსის პანდემიამ ქართულ ტურიზმს დაარტყა“.
„საქართველოში გაზაფხულია, მაგრამ თბილისის ძველი ქუჩა-ბანდები, რომლებიც ადრე ყოველთვის უცხოელი ტურისტების სიმრავლით გამოირჩეოდნენ, დღეს უჩვეულოდ გამოიყურებიან: კაფეები და რესტორნები ცარიელია, მხოლოდ რამდენიმე ადამიანი თუ დადის სამედიცინო ნიღაბაფარებული. ტურიზმის ინფრასტრუქტურა ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში განუხრელად ვითარდებოდა, სწრაფად იზრდებოდა უცხოელი ტურისტების რაოდენობა, მაგრამ კორონავირუსის პანდემიამ დარგს მეტად მტკივნეული დარტყმა მიაყენა.
ხელისუფლება ცდილობს სიტუაცია ოპტიმისტურად შეაფასოს და აცხადებს, რომ საქართველოს ეკონომიკა მდგრადია. „ჩვენ ჯანსაღი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გვაქვს... ველოდებით, რომ კრიზისის შემდეგ ზრდა სწრაფი იქნება. რა თქმა უნდა, სიტუაცია მძიმეა, მაგრამ მართვადი“, - ამბობს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა. ხელისუფლება ეხმარება კრიზისით დაზარალებულ საშუალო და მცირე ბიზნესს.
ანალიტიკოსები ფრთხილ ოპტიმიზმს გამოხატავენ საქართველოს შანსებზე კრიზისის გადატანის საკითხში და გრძელვადიან პროგნოზებზე არ საუბრობენ: „საქართველო ტურიზმის სფეროში მნიშვნელოვან შემოსავლებს კარგავს, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის მეხუთედს წარმოადგენს“, - ამბობს Transparency International-ის ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე, - თუ ვირუსის გავრცელებას შემოდგომისთვისაღკვეთავენ, მაშინ კარგი სანსია 2020 წლის დადებითი ტემპები შენარჩუნდეს“.
რუსული კომპანიის „რენესანს კაპიტალის“ ანალიტიკოსების სოფია დონეცისა და ანდრეი მალაშენკოს თქმით, საქარტველო „გრდემლსა და უროს შორის“ იმყოფება: მათი მოხსენების მიხედვით, თუ ტურიზმი ივნისამდე კრიზისში იქნება, მაშინ ქვეყნაში ეკონომიკური ზრდა ორჯერ შემცირდება. „მაგრამ თუ ასეთი მდგომარეობა აგვისტო-სექტემბრამდე გაგრძელდება, საქართველოს ეკონომიკა რეცესიაში აღმოჩნდება“.
წყარო: Euractiv (belgia)
https://www.euractiv.com/section/eastern-europe/news/coronavirus-pandemic-batters-tourism-in-georgia/
მოამზადა სიმონ კილაძემ
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge