თემურ ბასილია სოციალურ ქსელში წერს:
"ეს არც თავისუფალი სიტყვაა და არც ჟურნალისტიკა; ეს საკუთარი სახელმწიფოს მტრობაა. არ მესმის, როგორ შეიძლება ასეთი სათაური - "კორონავირუსის პირველი მსხვერპლი საქართველოში: ლარი მოკვდა!" ბოლო კვირეების მანძილზე ლარის მკვეთრი გაუფასურება არ არის მხოლოდ კორონავირუსით გამოწვეული. სამწუხაროდ, უკვე წლებია ეროვნული ბანკი მიზანმიმართულად ატარებს ფულად-საკრედიტო პოლიტიკას, რაც ლარის გაუფასურებისკენ არის მიმართული. ალბათ ერთადერთი სექტორი, რომელშიც სტაბილურად იზრდება მოგება, მათ შორის ბოლო ორ თვეში არის საბანკო სექტორი. როდემდე შეიძლება მშვიდად უყურონ ამ პროცესებს იმ ხალხმა, ვინც გადაწყვეტილებებს ღებულობს: საბოლოოდ, ეს არა მხოლოდ ქართულ სახელმწიფოს, არამედ მათაც დააზიანებთ,"- წერს თემურ ბასილია.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge