გაზეთ „მოსკოვსკი კომსომოლეც“-ში («Московский комсомолец») გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რომელ ქვეყნებში მალავენ ინფორმაციას კორონავირუსის შესახებ: საქართველოში სახიფათო რაიონებს ჯარი ალყაში აქცევს, სომხეთში კი ქორწილებს აგრძელებენ“ (ავტორი - ნატალია კოზლოვა). მასალაში განხილულია პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, მათ შორის - საქართველოში შექმნილი ვითარება კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის საკითხში - სოციალური ქსელების მიხედვით.
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 21 მარტიდან 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მოსახლეობას ერთად შეკრება აკრძალული აქვთ, მუშაობენ მხოლოდ სურსათის მაღაზიები და აფთიაქები. თბილისში შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა სრულიად შეწყვეტილია.
თუმცა, სოციალური ქსელების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, საქარტველოს მოსახლეობა ძნელად ეგუება ახალ პირობებს. გოგონები ეძებენ, თუ სად შეიძლება მანიკიურის გაკეთება და აინტერესებთ, მუშაობენ თუ არა ტანსაცმლის მაღაზიები... ზოგიერთებს, როგორც ცანს, რუსეთის მოქალაქეებს, აღელვებთ საკითხი, თუ როგორ უნდა დაბრუნდნენ რუსეთში. განსაკუთრებულ მღელვარებას იწვევს მარნეულსა და ბოლნისში შექმნილი ვითარება, სადაც ერთმა 64 წლის ქალმა, როგორც ჩანს, კორონავირუსი 90-ზე მეტ ადამიანს გადასდო. ამჯამად ქვემო ქართლის მხარის ორი მუნიციპალიტეტი - მარნეული და ბოლნისი - სრულიად დახურულია, ქალაქებში ჯარებია შეყვანილი, ექიმები ყოველ ოჯახს კოროვირუსზე იკვლევენ. როგორც „მოსკოვსკი კომსომოლეცს“ მარნეულელი ელშანი უყვება, „მოსახლეობა გაგებით შეხვდა მკაცრი ზომების დაწესებას, მაღაზიები და აფთიაქები მუშაობენ, ქალაქში ჯარის ქვედანაყოფებია შეყვანილი, სახლებიდან არავინ გარეთ არ გადის. ყველა აცნობიერებს, რომ ეს აუცილებელია“.
სომხეთში დსთ-ის ქვეყნებს შორის კორონავირუსის ყველაზე მაღალი მაჩვენბელია დარეგისტრირებული. 25 მარტისათვის დაფიქსირებულია დაავადების 235 შემთხვევა, თანაც ყველაზე მეტი - ეჩმიაძინში. ვირუსი გავრცელდა რამდენიმე დღის წინ გადახდილი ქორწილიდან, რომელზეც სასიძოს დედა ესწრებოდა, იტალიიდან დაბრუნებული. ხელისუფლება მკაცრ საკარანტინო ზომებს იღებს, თუმცა კაცმა რომ თქვას, მოსახლეობაში განსაკუთრებული მღელვარება და პანიკა არ შეიმჩნევა. სოციალური ქსელების მომხმარებლები ვარაუდობენ, რომ სომხეთი ერთ-ერთი ის ქვეყანათაგანია, რომლის ხელისუფლება კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანების რაოდენობას არ მალავს.
წყარო: «Московский комсомолец» (რუსეთი)
მოამზადა - სიმონ კილაძემ
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge