დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

სამხრეთ კავკსია დასნებოვნების „მეცხრე ტაღღას“ ელოდება 26.03.2020 13:54

სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებში კორონავირუსის გავრცელებაზე წერს კიდევ ერთი რუსული გამოცემა „ნეზავისიმაია გაზეტა“ («Независимая газета»), რომელიც აქვეყნებს სტატიას სათაურით „სამხრეთ კავკსია დასნებოვნების „მეცხრე ტაღღას“ ელოდება // ეპიდემია ფართოვდება, მაგრამ მკაცრი ზომების რომ არ მიღებულიყო, უფრო უარესი მოხდებოდა“ (ავტორი - იური როქსი). პუბლიკაციაში განხილულია საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-თან დაკავშირებით შექმნილი სიტუაცია.

 

სტატიაში ჩამოთვლილია რეგიონის სახელმწიფოების ხელისუფალთა მიერ მიღებული დადგენილებები ვირუსთან ბრძოლის საკითხში. ყველაზე ხისტი ზომები სომხეთში მოქმედებს: საგანგებო მდგომარეობის მიხედვით, ქვეყანა დახურულია უცხოელებისათვის, სამ ადამიანზე მეტის ერთად შეკრება არ შეიძლება, ისიც პასპორტებით, მაღაზიები მოკლე რეჟიმით მუშაობენ, აკრძალულია პრესაში პანიკური პუბლიკაციების გამოქვეყნება. 

 

საქართველოშიც საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, არ მოძრაობს საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, ტოტალურად ხდება შენობების, დაწესებულებების და სატრანსპორტო საშუალებების დეზინფექცია. ჯანდაცვის მინისტრი არ მალავს, რომ ქვეყანას წინ ეპიდემიის „მეცხრე ტალღა ელოდება - 4-დან 10 აპრილის ჩათვლით...

 

ყველაზე რბილი სიტუაცია აზერბაიჯანშია: ბაქო ჯერ საგანგებო მდგომარეობას არ აცხადებს, მაგრამ გარკვეული შეზღუდვები იქაც დაწესდა - 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს აფრთხილებენ, რომ გარეთ არ უნდა გამოვიდნენ, შეწყდა საერთაშორისო სატრანსპორტო მიმოსვლა, კაფეები და რესტორნები მუშაობენ, მაგრამ შემოკლებული რეჟიმით...

 

რაც შეეხება ნაწილობრივ „აღიარებულ“ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს, იქ „კოვიდ-19“ ოფიციალურად ჯერ დაფიქსირებული არ არის. ამასთან, ისინი აცნობიერებენ თავიანთ სუსტ სამედიცინო ბაზას (ცხინვალს მხოლოდ ერთი ლაბორატორია აქვს და მისი აღჭურვილობაც დიდ ეჭვებს იწვევს - სწორად იქნება თუ არა დადგენილი ვირუსით ინფიცირება), შესაბამისად, მხოლოდ საზღვრების დახურვით შემოიფარგლნენ. სხვათა შორის, თბილისმა მათ, აუცილებლობის დროს, დახმარება შესთავაზა. მესამე არაღიარებული სუბიექტი - მთიანი ყარაბაღი მთლიანად სომხეთის იმედზეა. იქაც, როგორც აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთში, ჯერ-ჯერობით სიმშვიდეა, ვირუსი არ არის, მიმდინარეობს საპრეზიდენტო არცევნებისათვის მზადება, რომელიც 31 მარტს უნდა ჩატარდეს.

 

წყარო: «Независимая газета» (რუსეთი)

http://www.ng.ru/cis/2020-03-25/5_7826_caucasus.html

 

მოამზადა - სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ