დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

გორდონ ბრაუნი მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს, „კოვიდ-19“-ით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად დროებითი გლობალური მთავრობა შექმნან 26.03.2020 20:22

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი გორდონ ბრაუნი მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს, „კოვიდ-19“-ით გამოწვეული სამედიცინო და ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად, დროებითი გლობალური მთავრობა შექმნან. ამის შესახებ „გარდიანი“ იუწყება. გორდონ ბრაუნი მიიჩნევს, რომ ამ ჯგუფში უნდა შედიოდნენ მსოფლიო ლიდერები, ჯანდაცვის ექსპერტები და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები. „ეს არის რაღაც, რასთან გამკლავებასაც მხოლოდ ერთი ქვეყანა ვერ შეძლებს. ამ კრიზისს გლობალური კოორდინირებული პასუხი სჭირდება“, – განაცხადა გორდონ ბრაუნმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ