დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

„საპენსიო ფონდში თანხის შეტანის გაჩერება არასწორი გადაწყვეტილება იქნება, რადგან ფონდი წვალებით მოპოვებულ ნდობას დაკარგავს“ 27.03.2020 17:00

საქართველოს ექს-პრემიერმა ნიკა გილაურმა, ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური შოკის შესამსუბუქებლად, მის მიერ დაფუძნებული საკონსულტაციო კომპანია Reformatics-ის მიერ მომზადებული ანალიზი წარადგინა. გეგმაში დღევანდელი ეკონომიკური პრობლემების მოგვარების ერთ-ერთი ნაბიჯი საპენსიო შენატანების 12 თვით განულებაა. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ  საპენსიო სააგენტოში თანხების აკუმულირების შეჩერებით 12 თვეში კერძო სექტორი და ფიზიკურ პირები ჯამში 0.4 მლრდ ლარს დაზოგავს სახელმწიფოს - 0.2 მლრდ ლარს.

 

ნიკა გილაურის ანტიკრიზისულ გეგმას არ ეთანხმება საპენსიო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი.ლევან სურგულაძე აცხადებს, რომ საპენსიო ფონდში თანხის შეტანის გაჩრება არასწორი გადაწყვეტილება იქნება, რადგან ფონდი წვალებით მოპოვებულ ნდობას დაკარგავს. მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ საქართველოს მთავრობა მიიღებს გადწყვეტილებას თანხების აკუმულირება 12 თვით შეაჩეროს, შეიძლება საპენსიო რეფორმა სართოდ მოკვდეს, რის შემდეგაც ესეთი ტიპის რეფორმა საქართველოში მინიმუმ სამოცი წელი საერთოდ ვეღარ განხრციელდება.

 

საპენსიო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის განმარტებით, კანონით ეს ფული გათვალისწინებულია ეკონომიკაში ინვესტირებისთვის და არა ბანკში დასადებათ. როგორც იგი ამბობს, თანხის გამოთავისუფლებას სჯობს მისი ინვესტირება  ფასიან ქაღალდებში  მოხდეს და თუ ეს პროცესები დააჩქარდება, უფრო მარტივად მოხვდება ფული ეკონიმიკაში. პროგრამა კი სურგულაძის განცხადებით არცერთ შემთვევაშია არ უნდა შეჩერდეს.

 

„არსებული მდგომარეობის მიუხედავად, არამგონია სწორი, შევეხოთ  და 12 თვით გავაჩეროთ  ისეთი სისტემური მნიშვნელობის, უპრეცედენტო რეფორმა როგორიც საპენსიოა. 0,6 მლდ. ერთბაშად ხომ არ დაიზოგება, ეს მოხდება 12 თვის განმავლობაში. ისმის კითხვა-მიზნობრივად რაში დახარჯავენ ამ ფულს? ეკონომიკაში განახორიცლდება ინექცია? ალბათ გულისხმობენ, რომ ეს 640 მილიონი მთავრობის ხელით ეკონომიკაში მიიმართოს.


ვთვლი, რომ ეს მიმართვა არაეფექტურია. ფული უნდა შეგროვდეს ისევ საპენსიო ფონდში როგორც ახლა გროვდება და მიიმართოს ისე, როგორც კანონში იყო გაწერილი - ფასიანი ქაღალდების მეშვეობით. ჩვენ ეს პროცესი უნდა დავაჩქაროთ, ამისათვის გვყავს  საინვესტიციო საბჭო, რომელიც ყველაფერზე ძალიან ნელა რეაგირებს. ფონდში არის ფული, რომელიც პირდაპირ საფონდო დეპოზიტებზეა განთავსებული და ეკონომიკაში შედის ბანკების საშუალებით. ბანკებს ფული ისედაც აქვთ, ეს ფული ეკონიმიკაში კაპიტალის ბაზრის მეშვეობით უნდა შევიდეს“-აცხადებს  სურგულაძე. 

 

მისივე განცხადებით, კომპანიებმა უნდა გამოუშვან ფინანსური ინსტრუმენტები, რათა მოხდეს ამ ფინანსური ინსტრუმენტების შეძენა.სურგულაძის თქმით, იმის გამოცხადება, რომ რეფორმა ახლა გავაჩეროთ და კომპანიებმა თავიანთი წილი აღარ გადაიხადონ ეს აბსოლუტურად არასწორი მიდგომა იქნება, რადგან ზოგიერთ კომპანიას 2% -ს გადახდის  პრობლება არ აქვს. საპენსიო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის განმარტებით, იმ კომპანიას რომელსაც ეკონომიკური გაფართოებისთვის ან ნებისმიერი სხვა მიზნისთვის ფინანსური სახსრები სჭირდება ,შეუძლია გამოუშვას ფასიანი ქაღალდები, რომელშიც  ინვესტირება მოხდება.

 

„ამას თვითონ ბაზარი დაარეგულირებს და არა ვთქვათ ვიღაც ჩინოვნიკი. ახლა რომ გავრცელდეს ინფორმაცია, რომ საპენსიო სააგენტო გაჩერდა ხალხი იფიქრებს, რომ ის თანხა რაც უკვე დაგროვილია წაიღეს და ჩინოვნიკები განკარგავენო.  ეს იქნება ძალიან ცუდი მესიჯი ხალხისთვის. აქ ჯერ კიდევ ახსოვთ წარსულის ცუდი გამოცდილება. ძალიან ბევრი ვიმუშავეთ იმაზე, რომ დისტანციერება მოგვეხდინა ამ პროექტის იმ ცუდი მოვლენებისგან“-აცხადებს სურგულაძე. 

 

„კომერსანტის“ კითხვაზე რამდენად მარტივია შენატანების  12 თვით განულება და არსებობს თუ არა საპენსი რეფორმის დაცვის, თუნდაც, საკანონმდებლო ბერკეტი ,ლევან სურგულაძე გვპასუხობს:

 

„კანონში უნდა შეიტანონ ცვლილება, რომ გარკვეული პერიოდით ამნისტია გამოცხადდეს ამ შენატანებზე. არ იქნება ეს კარგი მესიჯი, პროცესი რეფორმას ნამდვილად დააზიანებს. შეიძლება სულ არ გაუქმდეს, მაგრამ მაინც დაზიანდება და პირველ რიგში ამას აზრი არა აქვს. თუ გვინდა ეს ფული კომპანიებს დავუტოვოთ, შეუძლიათ ერთი თვით საშემოსავლო  გადასახადი დასწიონ, მაგალითად,  1,6%ით,  ამით ზუსტად იგივე ეფექტს მივიღებთ. დღგ-ზე შეიძლება პატარა შეღავათის გაკეთება, მაგალითად,  გადავადების ფორმით, ძალიან ბევრი მეთოდები არსებობს, რომ კომპანიებს გასავალი შევუმციროთ და საპენსიო ფონდს არ შევეხოთ.


რაც შეეხება თვითონ საპენსიო ფონდში ანარიცხებს,  იმას ვერავინ ვერ გამოიყენებს, იმ კონკრეტულ თანხებს  თავისი პატრონი ჰყავს. ეგ იგივეა, რომ ვთქვათ ბანკში ანაბარი გვაქვს შენახული და მოსახლეობას მოვთხოვოთ მოგვცეს ეგ ფული. კანონის მიხედვით, საპენსიო დანაზოგებს ვერავინ შეეხება და უფრო დაცულია ვიდრე ნებისმიერი სხვა ქონება: ბინა, მანქანა, ფული ბანკში და ა.შ. თუ ამ დაცულობას ნიველირებას გავუკეთებთ, რეფორმა უკვე ნდობას დაკარგავს“,- განმარტავს ლევან სურგულაძე.

 

ავტორ(ებ)ი : https://commersant.ge/

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ