პოლიტიკური მიმომხილველი სიმონ კილაძე სოციალურ ქსელში წერს:
„ვირუსის შეტევა კრემლზე
კორონავირუსმა კრემლზე მასირებული შეტევა განახორციელა, გადალახა გალავანი და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიჭრა.
მართალია, დამცველებმა გააფთრებული წინააღმდეგობა გაუწიეს, მაგრამ ვირუსმა მაინც მოახერხა მათ რიგებში შეღწევა.
დიმიტრი პესკოვმა შეტევის მოგერიების შემდეგ განაცხადა, რომ ერთ-ერთი დამცველის მდგომარეობა სავალალოა და ის უკვე კლინიკაშია გადაყვანილი.
კრემლმა დასახმარებლად ციმბირიდან, კამჩატკიდან და ჩუკოტკიდან დივიზიები გამოიძახა, “- წერს სიმონ კილაძე.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge