ირაკლი გოგოავას პოსტი:
იტალიის ჯანდაცვის სტრუქტურებმა გამოაქვეყნეს კორონავირუსით ინფიცირებულთა სტატისტიკა. დღევანდელი მდგომარეობით, სულ დაინფიცირდა 80,589 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 10,361, გარდაიცვალა 8,215. იტალიას ვირუსით ინფიცირებულთა გარდაცვალების ყველაზე დიდი მაჩვენებელი აქვს, რაც მსოფლიო საშუალო მაჩვენებელს 44-ჯერ აღემატება. იტალიაში ინფიცირებულთა საშუალო ასაკი 65 წელია. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან გრდაცვლილების საშუალო ასაკი 79,5 წელია. გარდაცვლილთაგან 48,5%-ს კორონავირუსის გარდა ჰქონდა კიდევ სამი სხვადასხვა დაავადება, 25,6%-ს ორი, 25,1%-ს ერთი, ხოლო 0.8%-ს არცერთი. აღსანიშნავია, რომ იტალიის მოსახლეობის საშუალო ასაკი 46 წელია, ჩინეთის 37, ხოლო საქართველოს 38 წელი.
ქართული მედიცინის მუშაკების უმაღლესი პილოტაჟის წყალობით, ოფიციალური სტრუქტურების მუშაობის და საზოგადოების უდიდესი ნაწილის მაღალი შეგნების დემონსტრირების შედეგად, ინფიცირების დონე საქართველოში 3,5-ჯერ ნაკლებია, ვიდრე საშუალო მსოფლიო მაჩვენებელი. ჩვენი პატივისცემა ყველას, ვინც ენერგიას არ იშურებს იმისათვის, რომ სენი აგვარიდოს!
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge