დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

„შეშინებულ მსოფლიოს სჭირდება უშიშარი ეკლესია - იესო ქრისტე არის ჩვენი იმედი, ჩვენი ღუზა, ჩვენი კომფორტი და ჩვენი მშვიდობა“ 28.03.2020 00:45

ამერიკის ერთ-ერთი სულიერი ლიდერი, ფრანკლინ გრემი, თავისი „ფეისბუკგვერდის“ დახმარებით ადამიანებს ამხნევებს. ის წერს:


„წლების წინ, დიდმა მწერალმა და თეოლოგმა, ე.უ. ტოზერმა განაცხადა: „შეშინებულ მსოფლიოს სჭირდება უშიშარი ეკლესია.“ ეს ჭეშმარიტებაა. სწორედ ახლა, როცა ყველას კორონავირუსის ეშინია, და მღელვარების უდიდესი ტალღა მოძრაობს მსოფლიოში, ჩვენ გარშემო უამრავი ისეთი ადამიანია, რომელსაც დახმარება სჭირდება. როგორც მეხანძრე შერბის ცეცხლმოკიდებულ შენობაში, სწორედ ასე უნდა ვიქცეოდეთ ქრისტიანებიც, რომ მზად ვიყოთ ადამიანთა დასახმარებლად. ჩვენ ვართ ეკლესია, რომელიც უნდა იყოს უფლის სხეული დედამიწაზე. ახლა, როცა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები უკვე დაკეტილია, შეგვიძლია ავიღოთ პასუხისმგებლობა, და თუნდაც მობილურის საშუალებით ვესაუბროთ მარტოხელა ადამიანებს და გავარკვიოთ მათი საჭიროებები. ასეთმა ნაბიჯმა, შესაძლოა, შეცვალოს არა მხოლოდ მათი ერთი დღე, არამედ მთელი მათი მომავალი. ჩვენ უნდა შეგვეძლოს ‒ „სიმშვიდით და მოწიწებით ვუპასუხოთ ყველას, ვინც ჩვენი იმედის გამო ახსნა-განმარტებას მოგვთხოვს.“ (1-ლი პეტრე 3:15).

 

იესო ქრისტე არის ჩვენი იმედი, ჩვენი ღუზა, ჩვენი კომფორტი და ჩვენი მშვიდობა. მოდით, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავუზიაროთ მისი სიყვარული. ქრისტიანებო, ღმერთს შეუძლია თქვენი გამოყენება. ვირუსი არაა ერთადერთი გადამდები რამ. რა იქნებოდა, თუ გარეთ გავიდოდით, ერთმანეთს დავეხმარებოდით და ერთმანეთზე ვილოცებდით?”

 

 

 

qristianuliarkhi.ge

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ